მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია ბექჰემ-ადამსის გარეგნობას წლებმა ცოტა ელფერი შეუცვალა, ამ ქალის ეშმაკობასა და ჭკუამახვილობას ძვრაც კი ვერ უყო და დევიდ ბექჰემის ცოლი ბიზნესისა და ფულის კეთების ამბებში ისეთივე მაგარია, როგორც თავის დროზე მისი ქმარი მწვანე მინდორზე ბურთის გორებისას იყო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიქტორიამ ლონდონში ბექჰემების ოჯახის სახელობის მუზუმის გახსნა გადაწყვიტა და საქმეს უკვე მთელი ძალმოსილებით შესდგომია. მუზეუმში გამოფენილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ნივთი, რაც ამ ოჯახის ცხოვრებას უკავშირდება და უკავშირდებოდა.
როგორც ვიქტორია ადამს-ბექჰემი ამბობს, მუზეუმი დამთვალიერებლებისათვის 24 საათი იქნება ღია და მასში შესვლა ინგლისური ფასების გათვალისწინებით საკმაოდ იაფი – 1 ფუნტი ეღირება. კაცმა რომ თქვას ვითომც აქ არაფერი, მაგრამ როგორც ჩანს ვიქტორია მისი ოჯახის სამარადჟამოდ უკვდავყოფას აპირებს და ეს ქალი ისეთი გაქნილი ვინმეა, ალბათ გამოუვა კიდეც.