სხვა

20:31 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

WORLDSPORT.GE-ს სოლიდარობა რუსთავი 2-ს

რამდენიმე კვირის წინათ, როდესაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ქონების ნაწილი დაუყადაღეს, ვებგვერდის რედაქციაში ამ საკითხზე ვიმსჯელეთ, თუმცა მაშინ სოლიდარობის გამომხატველი განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავება გადავწყვიტეთ, რადგან:

  1. იმ დროისთვის, როგორც რუსთავი 2-ის, ისე ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის ბოლომდე არ იყო დაზუსტებული გარკვეული დეტალები.
  2. ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ ხელისუფლება (ამ შემთხვევაში სასამართლოს სახელით) შეცვლიდა თავის, ჩვენი აზრით არასწორ დამოკიდებულებას ამ ტელეკომპანიის მიმართ, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებისავე მტკიცებით, ის ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის.

დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და გამოსწორების ნაცვლად, სამწუხაროდ გართულდა. ტელეკომპანიის პრაქტიკული პარალიზების შესახებ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობისა თუ თანამშრომლების დღევანდელი განცხადებების შემდეგ, როგორც ერთერთი მედიასაშუალება, თავს ვალდებულად ვთვლით სოლიდარობა გამოვხატოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და მისი თითეული თანამშრომლის მიმართ, ხოლო ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მისივე დაპირების შესაბამისად იმოქმედოს და მოეშვას ამ საქმის ისე წარმოჩენას, თითქოსდა ეს, უბრალოდ რიგითი სამართლებრივი პროცესია და მეტი არაფერი.

WORLDSPORT.GE დააკვირდება მოვლენების განვითარებას და სიტუაციისდა შესაბამისად ყოველთვის დააფიქსირებს საკუთარ აზრს.

WORLDSPORT.GE-ის რედაქცია

0.115784