თამაშგარე

12:30 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუბის გული ორად გაიყო

როგორც ლათინური ამერიკის ბულვარული მედია გვაუწყებს, ვენესუელელი ჩაპუტკუნებული და მკერდმოთიმთიმე მოდელის, რუბი დემესტოის გული ორადაა გაყოფილი და ამ ამბის მთელი უცნაურობა ისაა, რომ რუბის გულის ტკივილი არა სასიყვარულო ვნებებს, არამედ მის აღმატებულება ფეხბურთს უკავშირდება.

როგორც უკვე გითხარით რუბი ვენესუელელი გახლავთ და აბა რა გასაკვირია, რომ თავისი ნახევრადკომუნისტური სამშობლოს საფეხბურთო ნაკრებს ეტრფის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუბი დემესტოი ასევე ბრაზილიის ნაკრებზეც ყოფილა შეყვარებული, რაც მის სამშობლოში დიდად არავის ეპიტნავება.

საქმე იმაშია, რომ რუბის დედა ბრაზილიელი გახლავთ და ბავშვობის დიდი ნაწილი ამ გავაგანიერ ქალს სწორედ ბრაზილიაში აქვს გატარებული და აბა როგორ არ შეიყვარებდა ბრაზილიურ ფეხბურთს, როდესაც მთელი ბავშვობა შავად გახუხული ბრაზილიელი ჭაბუკების ბურთაობას ადევნებდა თვალს?!..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135575