ჩოგბურთი

1:41 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კარლოვიჩთან დამარცხდა

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 1 041 540 დოლარი) გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ყაზახეთის სახელით მოთამაშე ალეკსანდრ ნედოვესოვს 6:3, 1:0 ამარცხებდა, როდესაც მისმა მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

მერვედფინალში, ხორვატი ივო კარლოვიჩის სახით, ბასილაშვილს გაცილებით სერიოზული მეტოქე ელოდა. ნიკოლოზმა მე-3 ნომრად განთესილ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 1 სეტიც აართვა, თუმცა, საბოლოოდ, 18 ეისის მომწოდებელ კარლოვიჩთან 5:7, 6:4, 3:6 წააგო.

ბასილაშვილმა მალაიზიაში 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში მცირე წინსვლა ელის. შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ის მსოფლიოს 95-ე ჩოგანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113528