ფეხბურთი

18:34 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

Francefootball: ჯაბა კანკავა, ენის ბარიერი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ლიგა 1-ში თავი მშვენივრად რომ წარმოაჩინა და იქაური მედია უყურადღებოდ მის თამაშს არ ტოვებს, ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილი ამბავია.

ამჯერად 29 წლის ქართველი ავტორიტეტული გამოცემის “ფრანს ფუტბოლის” ყურადღების სფეროში მოექცა და მას საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიძღვნა სათაურით: “ჯაბა კანკავა, ენის ბარიერი”.

ჟურნალისტ ტიმოთი კრეპინის წერილში ნათქვამია, რომ ჯაბა “რეიმსს” წმინდა საფეხბურთო კუთხით ადვილად გაუშინაურდა, თუმცა მას ერთი დიდი პრობლემა აქვს – ფრანგული და ინგლისური ენების არცოდნა.

ჯაბა კანკავა, ენის ბარიერი

ძლიერი პიროვნებაა “რეიმსის” ნახევარმცველი. საოცარია, მაგრამ მისი გუნდი დღეს ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზეა. ქართველ კანკავას აქვს ენის პრობლემა – მან არ იცის, ფრანგული და ინგლისური ენები. ეს არაა ადვილი, თუმცა...

ჯაბა 10 წელი დნეპროპეტროვსკში თამაშობდა მშობლიური ქალაქიდან 1 300 კილომეტრის დაშორებით, ახლა რეიმსშია 3 900 კმ-ით შორს. უკრაინაში გატარებული 10 წლის მერე ევროპა ლიგის ფინალისტ კანკავასთვის ეს ახალი თავგადასავლის დასაწყისია.

აგენტი თარჯიმანს თამაშობს

“რეიმსის” მთავარი მწვრთნელი ოლივიე გუგანი ღმილით იხსენებს ჯაბას პირველ ვარჯიშს: “ფეხბურთს უნივერსალური ენა აქვს, მაგრამ ეს არ კმარა. სიმართლეა, რომ მან არ იცის ფრანგული და ინგლისური, მაგრამ ჩვენს ენას საკმაოდ კარგად ფლობს მისი აგენტი და სწორედ ამის მეშვეობით ვკონტაქტობ მასთან.

ისევე, როგორც ყველა უცხოელს გვსურს, რომ ფრანგული სწრაფად და მარტივად ვასწავლოთ. ჯაბას კვირაში ორჯერ აქვს ფრანგული ენის გაკვეთილები. გარდა ამისა მცირედით ინგლისურადაც ვკონტაქტობთ”, - აგრძელებს გუგანი.

“ჩვენ კანკავას პატარა კრებული გავუკეთეთ, რომელშიც არის საკვანძო საფეხბურთო ტერმინები, მაგალითად: “მარცხნივ”, “მარჯვნივ”... “რეიმსის” მასწავლებელი მას მაზაზეც და სანაკრებო თამაშებისას თბილისშიც ასწავლის”.

ოლივიე გუგანს დაჟინებით სურდა, ზაფხულში კანკავა თავის გუნდში ეხილა. მას “ნანტთან” სადებიუტო მატჩამდე გუნდის თამაშის ყურება ტრიბუნებიდან მოუწია.

გუგანი ჯაბაზე ამბობს: “მცირე ხარვეზი გააჩნია, მეტი დრო უნდა დაუთმოს ორგანიზებულად თამაშს. თავიდან მას ლიგა 1-ის რიტმთან და მაღალ სათამაშო ტემპთან შეგუება გაუჭირდა. თუმცა მერე პსჟ-სთან, “ანჟერთან” და “ლილთან” ბევრად უკეთ ითამაშა და პროგრესი გააგრძელა. იგი ძირითადად ცდილობს, მოედანზე რაღაც კარგი გააკეთოს, ისეთი კარგი, რომ დაგვავიწყოს გჟეგოჟ კრიხოვიაკი, რომელიც ერთი წლის წინ “სევილიაში” გადავიდა”, - დაასრულა გუგანმა და ასე დასრულდა “ფრანს ფუტბოლის” წერილი საქართველოს ნაკრების კაპიტანზე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120563