ფეხბურთი

17:24 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "ბაიერს" მესის გარეშე გაიხსენებს

ორკვირიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგა მეორე ტურით ბრუნდება. ამჯერად მატჩები ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ორი მატჩი იწვევს: “ბარსელონა” – “ლევერკუზენი” და “პორტუ” – “ჩელსი”.

E ჯგუფი

“ბატე” – “რომა”

პირველ ტურში “რომამ” კატალონიის “ბარსელონასთან” თავი მშვენივრად დაიცვა და სასურველ ფრეს მიაღწია. ახლა რუდი გარსიას გუნდს გაცილებით მეტი ამბიცია გააჩნია. “ჯალოროსი” ბორისოვში მოსაგებად ჩადის. სხვანაირად არც შეიძლება იყოს თუ იტალიელებს ჯგუფიდან გასვლა უნდათ. მართალია, “რომა” “ბატეს” დანაკლისით სტუმრობს, მაგრამ მაინც უდავო ფავორიტია. ბელორუსებისთვის ჯგუფში მოხვედრაც დიდი წარმატებაა და ახლა ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობენ, რაც გარკვეულწილად მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

მასპინძელთა თავკაც ალექსანდრ იერმაკოვიჩს მეორე ნომრად თამაში უყვარს.

მისივე თქმით, რუდი გარსია შემტევ და ლამაზ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

“ბატეს” თავკაცი მიიჩნევს, რომ “რომას” ტრავმირებული ფეხბურთელები ხელს არ შეუშლის, რადგან მათი შემცვლელებიც მრავლად ჰყავს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; პოლიაკოვი, დუბრა, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; ნიკოლიჩი, ა. ვოლოდკო; სტასევიჩი, გლები, გორდეჩუკი; იევტიჩი

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, დე როსი, დინიე; პიანიჩი, ნაინგოლანი, ვანკიერი; სალაჰი, ჟერვინიო, იტურბე

“ბარსელონა” – “ლევერკუზენი”

ჯგუფის მეორე მატჩი გაცილებით საინტერესოა – “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” ლევერკუზენის “ბაიერს” დაუხვდება და მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულის მოპოვებას ეცდება. ამის გაკეთება “ბლაუგრანას” არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის გარეშე მოუწევს. თუმცა, როგორც ლუსი ენრიკემ თქვა, მისმა გუნდმა მესის გარეშეც თამაშიც იცის... “ბაიერმა” კი საწყის ტურში “ბატეს” ადვილად ოუგო და ახლა ესპანეთიდან ქულის წამოღებას მაინც ეცდება.

“ბარსელონამ” 2012 წლის მარტში (მერვედფინალში) მისი დღევანდელი მეტოქე 7:1 განადგურა. იმ მატჩში 5 გოლი მესიმ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა; ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა; ნეიმარი, სუარესი, მუნირი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; დონატი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი; ბელარაბი, კრამერი, ბენდერი, ჩალჰანოღლუ; ჩიჩარიტო, კისლინგი

F ჯგუფი

“არსენალი” – “ოლიმპიაკოსი”

ლონდონის “არსენალმა” პირველ ტურში ზაგრებში წაგება მოახერხა და ახლა როგორც არსენ ვენგერმა განაცხადა საკუთარ ომედანზე ქულების განიავების შესაძლებლობა მის გუნდს არ აქვს. იგივე აზრზეა ბერძენთა თავკაცი მარკო სილვა, ვისი თქმითაც პირველ ტურში წაგება მეტოქეს უფრო საშიშს გახდის.

დღეს შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ მატიე ფლამინი, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფება. თუმცა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე სავარაუდო 11-უელში მისი გვარი არ ფიგურირებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი; კოკელნი, რემსი; ოქლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, სანჩესი; უოლკოტი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): რობერტო; ელაბდელუი, ბოტია, სიოვასი, მასუაკუ; კამბიასო, სალინო, კასამი; ფორტუნისი, პარდო, იდიე ბრაუნი

“ბაიერნი” – “დინამო” (ზაგრები)

“ბაიერნმა” და “დინამომ” პირველ ტურში იმარჯვეს და ახლა მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. თუმცა, ფაქტია, რომ ამ შეხვედრას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. პეპ გვარდიოლას გუნდი ჩინებულად თამაშობს და ბუნდესლიგაში ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. სტუმართა თავკაცმა მეტოქისადმი კომლიმენტები არ დაიშურა. მან აღნიშნა, რომ “ბაიერნი” დღეს მსოლფიოს საუკეთესო გუნდია.

ხორვატებს გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არ წაუგიათ. “დინამომ” ამ ხნის განმავლობაში 45 თამაში ჩაატარა.

ბრწყინვალე ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი, ვინაც უკანასკნელ ორ მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი; ვიდალი, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

“დინამო” (4-5-1): ედუარდო; ტარაველი, მატელი, ბენკოვიჩი, პივარიჩი; სუდანი, ადემი, მაჩადო, ანტოლიჩი, ფერნანდესი; პიაცა

G ჯგუფი

“პორტუ” – “ჩელსი”

დღევანდელი დღის ყველაზე საინტერესო მატჩი ალბათ, “ესტადიო დრაგაუზე” გაიმართება. ჟოზე მოურინიო პორტუში ბრუნდება. “განსაკუთრებულმა” “დრაკონებთან” ერთად ერთი ათეული წლის წინ უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გუნდის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა.

“არისტოკრატები” პრემიერლიგაში კარგი თამაშით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ლიგაზე პირველ ტურში დიდი ანგარიშით მოიგო, ხოლო “პორტუ” კიევში, “დინამოს” დაუზავდა.

თავის მხრივ პორტუგალიურმა გუნდმა წლეულს სახლში სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მაიკონი, მარკანო, ლაიუნი; რუბენ ნევეში, ანდრე ანდრე, იმბულა; კორონა, აბუბაკარი, ბრაჰიმი

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ივანოვიჩი, კაჰილი, ტერი, ასპილიკუეტა; მატიჩი, ფაბრეგასი; ვილიანი, ოსკარი, აზარი; დიეგო კოშტა

“მაკაბი” – “დინამო” (კიევი)

“მაკაბისთვის” ჯგუფში მოხევდრაც უკვე წარმატებაა. აქედან გამომდინარე სლავისა იოკანოვიჩის გუნდს აქ ცუდი შედეგისთვის არავინ გაკიცხავს. და მაინც, თუ ებრაელებს ქულის ართმევა ვინმესთვის შეუძლიათ, ეს უპირველესად კიევის “დინამოა”. ოლეგ გუსევის შეგირდებმა საწყის ტურში “პორტუს” არაფერი დაუთმეს და ბოლო წუთზე ქულებიც დააკარგვინეს.

“მაკაბი” ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.

მათი საუკეთესო ბომბარდირი ერან ზაჰავი კი ცუდ ფორმაშია. ებრაელ ფორვარდს უკვე 5 თამაშია თავი არ გამოუჩენია.

2011 წელს ამ გუნდებმა ევროპა ლიაგზე ორჯერ ითამაშეს და ორჯერვე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მაკაბი” (4-5-1): რაიკოვიჩი; შპუნგინიბენ ჰაიმი, ტიბი, ჰარუში; რიკანი, ალბერმანი, მიტროვიჩი, მიჰა, ბენ ჰაიმი; ზაჰავი

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; დანილო სილვა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; რიბალკა, ველოზუ, გარმაში, გუსევი, იარმოლენკო; კრავეტსი

H ჯგუფი

“ლიონი” – “ვალენსია”

“სტად ჟერლანზე” მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. “ოლიმპიკის” ქომაგთათვის ლიგა უცხო ხილი არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაეჩვივნენ და ახლა ესპანურ “ვალენსიასთან” სამქულიანი დაბრუნება სურთ. ორივე გუნდმა ცუდი სტარტი აიღო და ახლა სიტუაციას გამოსწორება სწადიათ. თუ ფრანგებმა კაცნაკლულ “გენკთან” ორი ქულა დაკარგეს, “ღამურებმა” საერთოდ წააგეს.

როგორც მასპინძელთა თავკაცმა თქვა, მეტოქე მაღალი დონისაა, რომელსაც დიდი გამოცდილებაც გააჩნია.

“ვალენსიამ” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ერთი ფრანგული გუნდი, “მონაკო” უკვე დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლიონი” (4-4-2): ლოპესი; ჟალე, ბიშევაცი, უმიტი, მორელი; ფერი, გონალონსი, ტოლისო, ვალბუენა; ბიავუ, ლაკაზეტი

“ვალენსია” (4-3-3): რაიანი; კანსელო, მუსტაფი, აბდენური, ორბანი; პერესი, ფუეგო, პარეხო; პიატი, ნეგრედო, ფეგული

“ზენიტი” – “გენტი”

“ზენიტი” მასზე გაცილებით გამოუცდელ “გენტისთან” აშკარა ფავორიტია. საერთოდ, რუსული გუნდი ამ ჯგუფის მოგების ყველაზე რეალური პრედენტია, რაც პირველ ტურშიც დადასტურდა, როცა “ვალენსიას” მისსავე მოედანზე აჯობა. “გენტი” კი ჩემპიონთა ლიგაში მისთვის პირველ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს. ანდრე ვილაშ-ბოაში თავისი გუნდის ადვილ გამარჯვებას არ ელის. მისი თქმით, ბელგიელებს შეუძლიათ, რომ მათ პრობლემები შეუქმნან. ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლშია რუსთა კარის დარაჯი იური ლოდიგინი, რომელმაც ბოლო შეხვედრებში ბევრი შეცდომა დაუშვა.

“გენტს” ბოლო 12 თამაშია არ წაუგია.

“ზენიტმა” გასულ სეზონში ევროტურნირებზე ჩატარებული რვა მატჩიდან 5 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა.

“გენტი” სანქტ-პეტებურგში პრობლემებით ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც ვილნიუსის რეისი გადაიდო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ზენიტი” (4-2-3-1): ლოდიგინი; სმოლნიკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო; ხავი გარსია, ვიტსელი; იუსუპოვი, შატოვი, დანი; ძიუბა

“გენტი” (3-5-2): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი; რამანი, კუმსი, ნეტრო, მატონი, მილიჩევიჩი; სიმონი, დეპუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13124