ფეხბურთი

5:00 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მარადიულ ქალაქში რევანშისთვის ჩადის

დღეს ღამით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები დარჩენილ ოთხ ჯგუფში გაიმართება. მათგან გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა კი იტალიის დედაქალაქში გაიმართება, სადაც ადგილობრივ “რომას” მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” ეწვევა.

E ჯგუფი

“რომა” – “ბარსელონა”

“რომა” – “ბარსელონას” მატჩი დღის ცენტრალური დაპირისპირებაა. იტალიელებმა და ესპანელებმაც სეზონი კარგად დაწიყეს და შიდა ჩემპიონატებში მოწინავე საფეხურებზე იმყოფებიან.

“ბარსას” თავკაცი ლუის ენრიკე “რომას” 2011-2012 წლებში ავარჯიშებდა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ “ბლაუგრანას” იტალიაში გამართული ბოლო ექვს მატჩიდან მოგებული მხოლოდ ერთი აქვს.

“ბარსელონამ” იტალიური გუნდი ზაფხულში ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს გუნდები აქამდე 2001-2002 წლების სეზონში შეხვედრილან: რომაული მატჩი მაშინ მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ასე რომ "ბარსას" ძველი წყენისთვის რევანში მართებს...

რუდი გარსიას გუნდს მირალემ პიანიჩი დააკლდება, ხოლო სტუმრებს დანი ალვეში, ტომას ვერმაელენი და კლაუდიო ბრავო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): სჩესნი; ფლორენცი, რუდიჯერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა; სალაჰი, ჯეკო, იაგო ფალკე

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა; ინიესტა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; მესი, სუარესი, ნეიმარი

“ლევერკუზენი” – “ბატე”

ჯგუფის მეორე მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს “ლევერკუზენის” სახით. გერმანელებს ბოლო 12 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვთ გაშვებული. ისიც უნდა ითქვას, რომ როჯერ შმიტდის გუნდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი თამაში წააგო (“ბაიერნთან” და “დარმშტადთან”).

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ჩალჰანოღლუ, ბენდერი; ბელარაბი, მეჰმედი; კისლინგი, ჩიჩარიტო

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; ჟავნერჩიკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; ალექსევიჩი, ვოლოდკო; სტასევიჩი, გლები, გორდეჩუკი; სიგნევიჩი

F ჯგუფი

“დინამო” (ზაგრები) – “არსენალი”

ლონდონის “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს ზაგრებიდან დაიწყებს. “მეთოფეებმა” ბოლო დროს თამაშის ხარისხი გამოასწორეს და დღევანდელ მატჩშიც ფავორიტები არიან. თავის მხრივ, “დინამოს” გასული წლის ნოემბრის შემდგომ თამაში არ წაუგია (41 შეხვედრა).

ხორვატულ გუნდს უეფას ტურნირების ჯგუფიდან აქამდე არ გაუღწევია (10 მცდელობიდან).

სავარაუდო შემადგენლობები:

“დინამო” (4-2-3-1): ედუარდო; პინტო, სიგალი, ტარაველი, პივარიჩი; მაჩადო, ადემი; სუდანი, როგი, პიაცა; ენრიკეზი

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; დებუში, გაბრიელი, კოშელნი, გიბსი; კოკელნი, რემსი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ

“ოლიმპიაკოსი” – “ბაიერნი”

ამ ჯგუფის ფავორიტად და არამარტო ჯგუფის, მიუნხენის “ბაიერნი” მიიჩნევა, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონ “ოლიმპიაკოსს” ათენში ეთამაშება.

გერმანულ გრანდს უკვე 7 თამაშია ბერძნული გუნდების წინააღმდეგ არ წაუგია. თავის მხრივ, “ოლიპიაკოსს” ყველა ტურნირის ჩათვლით 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ორივე გუნდმა თვაიანთი ჩემპიონატები წარმატებით დაიწყეს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): რობერტო; ელაბდელუი, და კოსტა, სიოვასი, მასუაკუ; კამბიასო, კასამი, დომინგესი; ფორტუნისი, პარდო, იდიე-ბრაუნი

“ბაიერნი” (3-4-1-2): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ალაბა; ალონსო; ლამი, ვიდალი, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი, მიულერი

G ჯგუფი

“ჩელსი” – “მაკაბი”

ღრმა კრიზისში მყოფი ლონდონის “ჩელსი” აღმავლობის გზაზე დადგომას თელ-ავივის “მაკაბისთან” მატჩით შეეცდება. ჟოზე მოურინიოსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაზე ინგლისური მედია უკვე აქტიურად წერს. ისიც ითქვა, რომ “განსაკუთრებულმა” გუნდში ხუმრობა აკრძალა...

“ჩელსის” ყველა ტურნირზე წლეულს ჩატარებული 6 მატჩიდან ერთადერთი მოგება აქვს. ასეთი ცუდი სტატრტი კი ჩემპიონატში “არისტოკრატებს” 1986 წლიდან მოყოლებული არ ჰქონიათ.

“მაკაბი” კი მიმდინარე სეზონში უკვე 7 თამაშია არ დამარცხებულა.

ისრაელის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი სლავისა იოკანოვიჩი 2000-2002 წლებში “ჩელსიში” თამაშობდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ბაბა; მატიჩი, ფაბრეგასი; ვილიანი, პედრო, აზარი; რემი

მაკაბი” (4-5-1): რაიკოვიჩი; შპუნგინი, ტ. ბენ ჰაიმი, ტიბი, ბენ ჰარუში; იგიებორი, ალბერმანი, მიტროვიჩი, მიჰა, ბენ ჰაიმი; ზაჰავი

“დინამო” (კიევი) – “პორტუ”

პორტუგალიური “პორტუ” კიევში “დინამოს” შეეტოქება. ეს ამ გუნდთა მეშვიდე დაპირისპირება იქნება. აქამდე “დინამომ” გამარჯვება მხოლოდ ერთხელ იზეიმა.

“პორტუ” კი ზედიზედ სამი სეზონია ლიგას გამარჯვებით იწყებს, თანაც გოლგაუშვებლად. “დრაკონები” მიჯრით მეხუთე სეზონია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან.

“დინამო” კი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს ორწლიანი განშორების მერე უბრუნდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; დანილო, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნესი; რიბალკა, ველოზუ, გარმაში, გონსალესი, იარმოლენკო; მორაეში

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მაიკონი, მარტინს ინდი, ლაიუნი; დანილო, ერერა, იმბულა; ტელო, აბუბაკარი, ბრაჰიმი

H ჯგუფი

“გენტი” – “ლიონი”

ჩემპიონთა ლიგას სამი დებიუტანტი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი ბელგიური “გენტია”. ამ გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაზაფხულზე პირველად მოიპოვა.

“ლიონი” კი დრო იყო ამ ტურნირის პლეი-ოფის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ ბოლო დროს “ოლიმპიკს” ცუდი პერიოდი ჰქონდა. ამჯერად ისინი ლიგაში დაბრუნების გამარჯვებით აღნიშვნას ეცდებიან.

სავარაუდო შემადგნელობები:

“გენტი” (3-5-2): სელსი; ნილსენი, მიტროვიჩი, ასარე; ფოკეტი, კუმსი, დეიაგირე, ნეტო, სიმონი; მილიჩევიჩი, დეპუატრე

“ლიონი” (4-4-2): ლოპესი; ბედიმო, უმიტი, იანგა-მბივა, ჟალე; ფერი, გონალონსი, ტოლიზო, ვალბუენა; ლაკაზეტი, ბიავუ

“ვალენსია” – “ზენიტი”

“ლიონისა” არ იყოს, ლიგას ესპანური “ვალენსიაც” უბრუნდება. მისი მეტოქე კი რუსეთის ჩემპიონი “ზენიტი” იქნება.

მასპინძელტა და სტუმართა თავკაცები, ნუნუ ესპირიტო და ანდრე ვილაშ-ბოაში მეგობრები არიან. “ღამურებს” ბოლო 16 წლის განმავლობაში ლა ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდათ.

“მესტალიაზე” “ვალენსიას” რუსულ გუნდებთან უკვე 5 მატჩია არ წაუგია.

თავის მხრივ, “ზენიტს” ესპანეთში 7 თამაშია გამარჯვება არ მოუპოვებია.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვალენსია” (4-4-2): ხაიმე; ბარაგანი, აბდენური, მუსტაფი, გაია; პერესი, პარეხო, ფუეგო, ფეგული; ალკასერი, როდრიგო

“ზენიტი” (4-4-2): ლოდიგინი; სმოლნიკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო; ვიტსელი, ხავი გარსია, შატოვი, დანი; ჰალკი, ძიუბა

0.138741