ფეხბურთი

18:27 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრეზიდენტობისთვის არველაძე, კობიაშვილი და კვარაცხელია იბრძოლებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს.

7 სექტემბერს, 18:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა, ხოლო კანდიდატებად ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი და უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია დარეგისტირდნენ. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რეზო შენგელიამ განუცხადა.

პრეზიდენტობის სურვილი ვეტერან ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილსა და ფედერაციის ექსპრეზიდენტს მერაბ ჟორდანიასაც ჰქონდათ. თუმცა, ყაველაშვილს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აღმოაჩნდა, ჟორდანია კი, ფეხბურთის ფედერაციის არცერთმა სუბიექტმა არ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა. მის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს, რომელიც ფედერაციას ყრილობამდე უხელმძღვანელებს და 3 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობასაც ის ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13615