ფეხბურთი

20:03 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბორინი “სანდერლენდში” დაბრუნდა

“სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ფაბიო ბორინი დაიმატა. “მერსისაიდელებმა” ტრანსფერის სანაცვლოდ 7.75 მილიონი გირვანქა მიიღო, ხოლო თუ იტალიელი თავს კარგად წარმოაჩენს, “შავი კატები” ბონუსის სახით 2 მილიონსაც გაიღებენ.

ბორინი “სანდერლენდში” 2013/14 წლების სეზონში ასპარეზობდა. იტალიელმა თავდამსხმელმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117494