ძიუდო

17:27 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა რეპეშაჟის ფინალში გერმანია 4:1 დაამარცხა.

თავისი შეხვედრები მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (+90 კგ). ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) კი დამარცხდა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში დაასრულეს, მონღოლეთთან 2:3 წაგებით. იქამდე ტუნისი ჩამოიცილეს – 4:1. ბრინჯაოს ნახევარფინალში კი რუსეთს აჯობეს – 3:2. პოდიუმის მესამე საფეხურზე საქართველოს ნაკრების გარდა მონღოლთა გუნდიც ავიდა.

ფინალში კი ერთმანეთს იაპონია და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდნენ და იაპონელებმა 3:2 იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113727