კალათბურთი

16:20 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიამ მზადება ლატვიასთან მარცხით დაასრულა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე მაკედონიამ ტურნირამდე ბოლო საკონტროლო მატჩი რიგაში გამართა და ლატვიელებთან უშანსოდ დამარცხდა – 69:85.

ბალტიისპირელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და პერიმეტრზე ჩინებული თამაშის წყალობით, სტუმრებს მიახლოების საშუალება აღარ მისცეს. საბოლოოდ, ლატვიამ 34-დან 16 (!) სამქულიანი ჩააგდო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

მაკედონიელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია, ყველაზე შედეგიანი კი პრედრაგ სამარძისკი იყო 13 ქულით.

მარიან სრბინოვსკის შეგირდებმა გეზი შინისკენ აიღეს, ხუთშაბათს კი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებისკენ გაემგზავრებიან, სადაც ევრობასკეტის C ჯგუფის მატჩებია დაგეგმილი.

ლატვია – მაკედონია 85:69 (24:16, 17:19, 26:19, 18:15)

მაკედონია: სამარძისკი (13 ქ.), კოსტოსკი (11 ქ.), ილიევსკი (10 ქ.), დ.სტოიანოვსკი (10 ქ.), ვ.სტოიანოვსკი (9 ქ.), ბრჩკოვსი (7 ქ.), იანევსკი (4 ქ.), გუროსკი (3 ქ.), სოკოლოვი (2 ქ.).

მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126966