კალათბურთი

15:27 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთი პირველია, ჰოლანდია – ბოლო

ათენში გამართული ტრადიციული აკროპოლისის თასი ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე საბერძნეთის გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის პირველ დღეს ევრობასკეტზე კიდევ ერთ მომავალ მეტოქე ჰოლანდიის დაჩაგვრის კვალად, ფოტის კაციკარისის შეგირდებმა თურქეთს და ლიტვასაც აჯობეს და შეჯიბრი დაუმარცხებლად დაასრულეს.

გასულ მატჩებში გამორჩეულები იანის ანტეტოკოუნმპო და გეორგიოს პრინტეზისი იყვნენ, რომლბემაც 10-ქულიან ზღვარს ორივე შემთხვევაში უწიეს. ისე კი, ფოტის კაციკარისს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და სარგებელს ყველა კალათბურთელისგან საკმაოდ იღებდა.

აკროპოლისის თასი ბოლო ადგილზე დაასრულა ჩვენთვის კიდევ ერთმა საინტერესო ნაკრებმა – ჰოლანდიამ, თუმცა, საწყის მატჩებში საბერძნეთთან და ლიტვასთან უშანსოდ წაგების კვალად, ბოლო ტურში “ნარინჯისფრებს” სენსაციამდე ცოტა დააკლდათ.

ტოონ ვან ჰელფტერენის შეგირდები თურქებთან თამაშის მე-2 მეოთხედში 22 ქულას აგებდნენ, დარჩენილ დროში კი, ერთი შეხედვით შეუძლებელი მოახერხეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებული ხუთწუთეულის ბოლო წამებზე ჰოლანდია სამ ქულას იგებდა, როდესაც გაუმართელებელი ფოლი აიღო და თურქებმა 3 საჯარიმოთ წონასწორობა აღადგინეს, მე-2 ოვერტაიმის შედეგად კი, 95:94 მოიგეს.

“ნარინჯისფერთა” მხრიდან 25 ქულა ჩააგდო ჩარლონ კლოოფმა, 22 ქულა იყო ვორსი დე იონგის მონაგარი, ხოლო კეეს აკერბოომმა და არვინ სლაგტერმა 12-12 ქულა მოაგროვეს.

ლიტვა – ჰოლანდია 94:72 (26:18, 24:16, 23:19, 21:19)

ჰოლანდია: ვ.დე იონგი (11 ქ. 3 მ.), კლოოფი (12 ქ. 4 მ.), ხერაზი (2 ქ.), დე პაგტერი, აკერბოომი (15 ქ.), ნ.დე იონგი (4 ქ.), სმეულდერსი (9 ქ. 5 მ.), ნორელი (12 ქ. 7 მ.), სლაგტერი (7 ქ. 4 მ.).

მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.

საბერძნეთი – თურქეთი 62:58 (29:19, 8:16, 11:9, 14:14)

საბერძნეთი: ბურუსისი (8 ქ. 8 მ.), ზისისი (11 ქ.), სპანულისი (9 ქ. 3 მ. 4 პ.), კალატესი (3 ქ. 3 პ.), პერპეროღლუ, სლუკასი, ანტეტოკოუნმპო (10 ქ. 9 მ. 4 პ.), კაიმაკოღლუ, კუფოსი (10 ქ. 8 მ.), პრინტეზისი (11 ქ.), პაპანიკოლაუ, მანცარისი.

მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.

თურქეთი – ჰოლანდია 95:94 ოტ. (31:11, 22:24, 14:19, 7:20, 12:12, 9:8)

ჰოლანდია: ვილიამსი, ვ.დე იონგი (22 ქ. 8 მ.), კლოოფი (25 ქ. 5 მ. 4 პ.), ხერაზი (5 მ.), დე პაგტერი, აკერბოომი (12 ქ. 3 მ.), შაფტენაარი (7 ქ. 8 მ.), სმეულდერსი (7 ქ. 10 მ.), ნორელი (9 ქ. 13 მ.), სლაგტერი (12 ქ. 4 მ.).

მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.

საბერძნეთი – ლიტვა 67:62 (16:15, 15:16, 18:15, 18:16)

საბერძნეთი: ბურუსისი (8 ქ. 6 მ.), ზისისი (5 ქ. 3 პ.), სპანულისი (3 ქ.), კალატესი (9 ქ. 3 მ.), პერპეროღლუ (4 ქ.), სლუკასი (7 ქ.), ანტეტოკოუნმპო (10 ქ. 6 მ.), კაიმაკოღლუ, კუფოსი (5 ქ.), პრინტეზისი (14 ქ. 3 მ.), პაპანიკოლაუ (2 ქ.), მანცარისი.

მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126893