ჩოგბურთი

14:15 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილთა ტურნირი მოიგო

სოფო შაფათავამ და რუსმა ანასტასია კომარდინამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართული 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშება მოიგეს.

მე-4 რეიტინგის მქონე ქართულ-რუსულმა დუეტმა საწყის რაუნდებში რუმინულ წყვილებს აჯობა: იონესკუს და ტატარუსს – 6:1, 6:0, დასკალუს და ენეს – 6:2, 6:1, შემდეგ კი, ბუზეანს და დინუს – 6:4, 6:1.

სოფომ და ანასტასიამ ფინალში “უაილდ ქარდის” მქონე შვეიცარიელები – კნოლი და სადიკოვიჩი 6:3, 5:7, 10:8 დაამარცხეს.

ერთეულთა ტურნირზე მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავამ მოლდოველი ალექსანდრა პერპერი (6:2, 6:3) და რუმინელი კამელია-ელენა ჰრისტეა (6:2, 6:3) დაჯაბნა, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთ რუმინელ ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს ვერ გაუმკლავდა – 6:3, 4:6, 6:7 (2:7).

ბრიტანულ უოკინგში გამართულ 25-ათასიან ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გააღწია და იქ რუს ეკატერინა იაშინასაც სძლია (6:1, 6:2), მერვედფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცთან 1:6, 0:6 წააგო.

თურქულ ანტალიაში ჩატარეულ 10-ათასიან ტურნირზე, ერთეულთა დარად ვერც წყვილებში იყოჩაღა თამარ ჭალაგანიძემ. მან და რუსმა კსენია დმიტრიევამ თურქებს – ჩევიკს და ტაკუნიაჩის კი მოუგეს (6:2, 4:6, 10:5), თუმცა, მერვედფინალში ბელგიურ-გერმანულ წყვილთან (კერფსი-მორდერგერი) დამარცხდნენ – 2:6, 1:6.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114796