ფეხბურთი

13:42 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილმა საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონულ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ასევე, როგორც კანდიდატი, ჩემი ოფიციალური დარეგისტრირება მოხდება და ბოლოს მექნება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელებთან. მინდა მათ იცოდნენ თუ რას ვაპირებ, რას გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და როგორია ჩემი ხედვა, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის. ასევე, სრულიად გახსნილი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნას“, - თქვა კობიაშვილმა.

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. კობიაშვილის გარდა, ქართული ფეხბურთის პირველკაცობის სურვილი ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს, ასევე სფფ-ის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას და უეფას მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიას აქვთ.

Pia.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115502