თამაშგარე

10:35 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიანა ნემჩიჩთან პაემანი არც ისე ადვილი

ფეხბურთელი როდესაც მწვრთნელს პაემანს უნიშნავს, ამ დროს ალბათ ყველა “იმნაირობაზე” ფიქრობს. მაგრამ, არის “დიადი გამონაკლისებიც”. ასე მაგალითად, ხორვატიის დალოცვილ მიწაზე, მშვენიერი ფეხებით დადის და გადი-გამოდის, ხორვატიის ქალთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი უკვე მოდელი და ამასთან ერთად მწვრთნელი, ტიანა ნემჩიჩი, რომელიც ჭეშმარიტად ის ქალი გახლავთ, ჩვენს რუბრიკას ვინც სჭირდება.

ტიანა ცოტა ხნის მანძილზე ხორვატიის ქალთა ნაკრების მენეჯერიც იყო, თუმცა, როგორც ჩევნში იტყვიან მაშინ იქ “ვერ გაქაჩა” და ახლა ხორვატიის ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში მოღვაწეობს. იგი ასევე გახლავთ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის კონსულტანტი ქალთა ფეხბურთის საკითხში.

რაც შეეხება დასაწყისში გაჟღერებულ ამბავს ფეხბურთელისა და მწვრთნელის პაემანთან დაკავშირებით, თურმე ნაკრებში ვარჯიშის დროს, ხორვატ ფეხბურთელს, დარიო სრნას მისთვის ხუმრობით პაემანზე მისვლა შეუთავაზებია, რასაც ტიანამ ხუმრობითვე უპასუხა და პაემანაზე მისვლას მაშინ დაპირდა, როდესაც ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143514