ფეხბურთი

1:03 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მძიმე გამარჯვება (+VIDEO)

ახალ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა “მილანმა”. ლომბარდიელებს “ემპოლისთან” ადვილი თამაში არ ჰქონიათ. სინიშა მიხაილოვიჩმა ახალწვეული მარიო ბალოტელი მოედანზე არ გაიყვანა, თუმცა სამაგიეროდ, კარლოს ბაკამ და ლუის ადრიანომ ივარგეს. ბრაზილიელის ჩინებული პასით კოლუმბიელმა დასაწყისშივე იხერია, ხოლო მეორე ტაიმში უკვე თავად ექს შახტარელმა გაიტანა, როცა ჯაკომო ბონავენტურას კუთხურს თავი შეაგება და კარიდან უმეთვალყურეოდ გამოფრენილ სკორუპსკის გაუტანა. ამ გოლთა შორის კი გათანაბრება სტუმრებმა მასიმო მაკარონეს კლასის ხარჯზე შეძლეს. ვეტერანმა ფორვარდმა ქუსლით დიეგო ლოპესს ყოფილი მილანელი რიკარდო საპონარა შეატოვა და “ემპოლის” ლიდერსაც თავი არ შეურცხვენია. ტოსკანელთა რიგებში 62-ე წუთიდან ითამაშა ლევან მჭედლიძემ...

უნდა ითქვას, რომ სეზონის წინ, ერთ-ერთი ტრადიციული იტალიური გუნდი “ბოლონია” ელიტას დიდი ამბიციებით დაუბრუნდა, თუმცა დელიო როსის გუნდის ორი ტურის შემდეგ უქულოდაა. სამაგიეროდ, 6 ქულა აქვს და ხვალამდე ერთპიროვნული ლიდერი იქნება “სასულო”. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სამი ქულა თამაშის ბოლოს ანტონიო ფლორო ფლორესის მიერ გატანილი გოლით მოიპოვა.

“ბოლონია” – “სასუოლო” 0:1 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 38.000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაიე (ფერარი 46), როსეტინი, მაიეტა, მაზინა; პულგარი, კრესეტიჯი, დონსა (დიავარა 55); ფალკო, დესტრო (მანკოსუ 71), ბრიენცა

მწვრთნელი: დელიო როსი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, დანკანი; პოლიტანო (ფოლორო ფლორესი 62), დეფრელი (ფალჩინელი 74), სანსონე (ლარიბი 80)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 ფლორო ფლორესი (86)

გაფრთხილება: ფალკო (18), დესტრო (26), ფერარი (66) – კანავარო (24)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 9 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: კარმინე რუსო

“მილანი” – “ემპოლი” 2:1 (1:1) (VIDEO)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 36.000

“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; დე შილიო, რომანიოლი, ძაპატა, ანტონელი; სუსო (ბონავენტურა 55), დე იონგი, ნოჩერინო (კუჩკა 46); ბერტოლაჩი (პოლი 83), ლუის ადრიანო, ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ბარბა (კოსტა 77), ტონელი, მარიო რუი; კროჩე, ზიელინსკი, დიუსე (მაიელო 77); საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 62), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 ბაკა (17), 1:1 საპონარა (20), 2:1 ლუის ადრიანო (69)

გაფრთხილება: ტონელი (27), მაკარონე (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 18 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
0.201862