ფეხბურთი

23:50 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობები პრემიერლიგაში (+VIDEO)

სეზონის დაწყებამდე ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერლიგის ყველა გუნდი გაძლიერდა და სეზონის მსვლელობისას გულშემატკივარი არაერთ სენსაციურ შედეგს იხილავდა. მისი სიტყვები მეოთხე ტურში ორ თამაშში ახდა და ერთ-ერთში სწორედ “არისტოკრატები” მონაწილეობდნენ.

მანამდე კი, “არსენალმა” “სენტ ჯეიმს პარკიდან” 3 ქულა წაიღო, თუმცაღა, გასულ ტურში “მანჩესტერთან” სტუმრად ფრედ ნათამაშები “ნიუკასლისგან”, გულშემატკივარი აშკარად მეტს მოელოდა. ლონდონელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მსაჯმა მასპინძლები აშკარად დაინდო, როდესაც მათ კარში დებიუტშივე თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. არადა, ტოვენმა შეტევაში ჩართულ ბელერინს ფეხზე აშკარად დააბიჯა. მარინერიმ შეცდომა მოგვიანებით გამოასწორა, როდესაც ალექსანდრ მიტროვიჩმა აშკარად ფრანსის კოკელენის ფეხზე ითამაშა და “კაჭკაჭებმა” მე-16 წუთზე ერთადერთი ფორვარდი წითელი ბარათით დაკარგეს.

ამის შემდეგ “ნიუკასლი” მეტოქის ნახევარზე პრაქტიკულად არ გადასულა, თუმცა დაცვაში დამაჯერებლად თამაშობდა. “არსენალი” თამაშის მსვლელობას აკონტროლებდა და შესვენებამდე რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ტიმ კრულიმ რამდენჯერმე კარგად ითამაშა. რაც ლონდონელებმა ვერ შეძლეს, ის ფაბრისიო კოლოჩინიმ მოახერხა. 52-ე წუთზე კრულიმ აარონ რემსის საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული მოიგერია, ბურთი ოქსლენდ-ჩემბერლენს მიუვიდა და მისი შორეული დარტყმა ალბათ კარს აცდებოდა, მაგრამ ის არგენტინელ მცველს შეეხო და კარის ბადეში აღმოჩნდა. ამის შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა და ალბათ, არსენ ვენგერი შექმნილი მომენტების და მათი რეალიზების ხარისხით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა მინიმალურმა გამარჯვებამ მათ 3 ქულა მაინც მოუტანა. “ნიუკასლმა” დაცვაში კარგად ითამაშა, თუმცა გუნდს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდის და მწვრთნელს ამაზე მუშაობა მოუწევს.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ჩელსიმ” მორიგი უიღბლობა განიცადა და საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასთან” დამარცხდა. ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგაში “სტემფორდ ბრიჯზე” აქამდე ერთადერთი მარცხი ჰქონდა განცდილი და “ჩელსის” თაცკაცის რანგში ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე მე-100 შეხვედრას ატარებდა. “კრისტალ პალასი” ალან პარდიუს ხელმძღვანელობით სტუმრად საუკეთესო შედეგს აჩვენებს და კონტრშეტევებითაა სახელგანთქმული.

სტუმრები დაცვაში დისციპლინირებულად თამაშობდნენ და მართალია ლონდონელებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ეს მომენტებში ნაკლებად აისახა. მეორე ტაიმში “ჩელსი” გააქტიურდა, თუმცა 65-ე წუთზე საჯარიმოში საკო უყურადღებოდ დარჩა და ანგარიში გახსნა. შეცვლაზე შესულმა რადამელ ფალკაომ, პედროს გამჭოლი გადაცემა თავით ახლო კუთხეში გადაგზავნა და “სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილ გულშემატკივარს მატჩის მოგების იმედი დაუბრუნა, მაგრამ მალევე დაცვამ მორიგი შეცდომა დაუშვა, საკომ შორეულ ძელთან ბოლასი მოძებნა, მან ბურთი უორდს დაუგდო და ამ უკანასკნელმა კურტუას ახლოდან გაუტანა. დარჩენილ დროში “კრისტალ პალასმა” თავი კარგად დაიცვა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

“მანჩესტერ სიტი” აგერ უკვე მეოთხე თამაშს იგებს ისე, რომ საკუთარ კარში გოლს არ უშვებს. “უოტფორდს” განვლილი სამი თამაშიდან ორში, გოლი არ გაუტანია და რა გასაკვირია, ეს “ქალაქელებთანაც” რომ ვერ შეძლეს. მაგრამ სტუმრებმა იმდენი მოახერხეს, რომ 47-ე წუთამდე საკუთარი კარიც მშრალად შეინახეს, მერე კი, მასპინძლების კლასმა თავისი ქნა და სტერლინგმა “სიტის” მაისურით ოფიციალურ მატჩში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ცხრა წუთში ფერნანდინიომ მეორე გოლიც გაიტანა, “სიტის” კარში კი, ჯო ჰარტი უსაქმოდ იდგა.

“ვესტ ჰემმა” სეზონის სტარტზე “არსენალი” 2:0 დაამარცხა, მაგრამ მერე ორი საშინაო თამაში დათმო. სლავენ ბილიჩის შეგირდებმა ახლა “ლივერპულს” “ენფილდზე” სძლიეს და დაამტკიცეს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. “ლივერპულს” ამ თამაშამდე გოლი არ ჰქონდა გაშვებული, მაგრამ ახლა “ჩაქუჩებისგან” ერთბაშად სამი მიიღეს.

ეს იყო კონტრშეტევბის მასტერ-კლასი “ვესტ ჰემის” მხრიდან. ანგარიში დებიუტშივე ლონდონელთა ახალწვეულმა მანუელ ლანზინიმ გახსნა. მერსისაიდელთა დაცვა პირველ ტაიმში მეორედაც ჩავარდა და სტუმართა კაპიტანმა მარკ ნობლიმ “ვესტ ჰემის” უპირატესობა ორამდე გაზარდა. დაიწყო მეორე ტაიმი და კოუტინიოს წითელი ბარათით დაისაჯა. “ლივერპულს” არაფერი გამოსდიოდა და სიტუაცია არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა. შეხვედრის მიწურულს დიაფრა საკომ მასპინძლების რბევა დაასრულა - 3:0 და “ვესტ ჰემმა” “ენფილდზე” 1963 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა.

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმს პარკი”. 50 388 მაყურებელი

ნიუკასლი - არსენალი 0:1 (0:0) (VIDEO)

ნიუკასლი: კრული, იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, აიდარა, ანიტა (პერესი 71), კოლბეკი, სისოკო (სისე 77), ვეინალდუმი, ტოვენი (დე იონგი 86), მიტროვიჩი.

მწვრთნელი: მაკკლარენი

არსენალი: ჩეხი, ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი, კოკელენი, კასორლა, ოქსლენდ-ჩემბერლენი (არტეტა 80), რემსი, სანჩესი, უოლკოტი (ჟირუ 69).

მწვრთნელი: ვენგერი

გოლი: 0:1 კოლოჩინი (52)

გაფრთხილება: სისოკო (3), მბემბა (19), ტოვენი (26), ანიტა (48), ვეინალდუმი (49), კოლოჩინი (90+2) - კასორლა (49)

გაძევება: მიტროვიჩი (16)

ბურთის ფლობის %: 25-74, დარტყმა: 1 (0) - 22 (9), კუთხური: 0-9, თამაშგარე: 2-2, სეივი: 8-0, ჯარიმა: 15-8

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი”. 41 581 მაყურებელი

ჩელსი - კრისტალ პალასი 1:2 (0:0)(VIDEO)

ჩელსი: კურტუა, ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა (კენედი 67), ფაბრეგასი, მატიჩი (ლოფტუს-ჩიკი 72), პედრო, ვილიანი (ფალკაო 65), აზარი, დიეგო კოსტა.

მწვრთნელი: მოურინიო

კრისტალ პალასი: მაკკარტი, უორდი, დანი, დილეინი, სუარე, მაკკარტური, კაბაი (ლედლი 81), პანჩეონი, საკო (ლი 83), ზახა (ბოლასი 55), უიკემი.

მწვრთნელი: პარდიუ

გოლები: 0:1 საკო (65), 1:1 ფალკაო (79), 1:2 უორდი (81)

გაფრთხილება: კეჰილი (71) - კაბაი (73)

ბურთის ფლობის %: 63-37, დარტყმა: 26 (9) - 13 (6), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-8, ჯარიმა: 9-15

ბორნმუთი. “ვიტალიტი სტედიუმი”. 11 155 მაყურებელი

ბორნმუთი - ლესტერი 1:1 (1:0)(VIDEO)

ბორნმუთი: ბორუცი, ელფიკი, დენიელსი (მინგზი 46; სმიტი 57), ფრენსისი, კუკი, გრადელი (პიუ 67), ოკეინი, სერმანი, რიტჩი, ტომლინი, უილსონი.

მწვრთნელი: ჰოუ

ლესტერი: შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, დე ლატი (ბენალუანი 90+1), კინგი, ოლბრაიტონი (დოდუ 71), დრინკუოტერი, შლუპი, კანტე, მარეზი (ოკაზაკი 46), ვარდი.

მწვრთნელი: რანიერი

გოლები: 1:0 უილსონი (24), 1:1 ვარდი (86 პ.)

გაფრთხილება: გრადელი (1), ოკეინი (75) - დე ლატი (13), კინგი (36), ჰუტი (48), შლუპი (90+2)

ბურთის ფლობის %: 57-43, დარტყმა: 5 (2) - 4 (2), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 9-19

ბირმინგემი. “ვილა პარკი”. 35 399 მაყურებელი

ასტონ ვილა - სანდერლენდი 2:2 (2:1)(VIDEO)

ასტონ ვილა: გიუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ამავი, ბაკუნა (კარლეს გილი 68), გუიე, სანჩესი, სინკლეირი, ვესტვუდი, ჰატონი, ჟესტედი.

მწვრთნელი: შერვუდი

სანდერლენდი: პანტილიმონი, ქაბული, ვან ანჰოლტი, ჯონსი, ოში, როდუელი, კეტერმოლი (ტოივონენი 46), მვილა, ლენსი (ლარსონი 77), გრეჰემი (ფლეტჩერი 46), დეფო.

მწვრთნელი: ადვოკაატი

გოლები: 0:1 მვილა (8), 1:1 სინკლეირი (11 პ.), 2:1 სინკლეირი (41), 2:2 ლენსი (52)

გაფრთხილება: კლარკი (37), კარლეს გილი (79) - პანტილიმონი (90)

ბურთის ფლობის %: 62-38, დარტყმა: 21 (6) - 7 (3), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-14

მანჩესტერი. “ეტიჰად სტედიუმი”. 53 218 მაყურებელი

მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 2:0 (0:0)(VIDEO)

სიტი: ჰარტი, სანია, კომპანი, მანგალა, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი (ნასრი 46), სილვა, სტერლინგი (იენაჩო 89), აგუერო.

მწვრთნელი: პელეგრინი

უოტფორდი: გომესი, ნომი, პრედლი, კეტკარტი, ჰოლებასი, კაპუ (უოტსონი 76), ბერამი, აბლი (ანია 62), ხურადო, იგალო (ლაიუნი 72), დინი.

მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 სტერლინგი (47), 2:0 ფერნანდინიო (56)

გაფრთხილება: კომპანი (40) - ნომი (43), პრედლი (63)

ბურთის ფლობის %: 60-40, დარტყმა: 18 (5) - 7 (0), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 9-12

სტოკი. “ბრიტანიან სთედიუმი”. 26 747 მაყურებელი

სტოკი - ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:1)(VIDEO)

სტოკი: ბატლენდი, კემერონი, პიტერსი, ჯონსონი (უილსონი 63), მუნიესი, ვან გინკელი, უელანი, აფელაი, ადამი, შაკირი (არნაუტოვიჩი 68), დიუფი (აირლანდი 81).

მწვრთნელი: ჰიგესი

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, მაკოლი, ოლსონი, დოუსონი, ლესკოტი, მორისონი, ფლეტჩერი, იაკობი (ლამბერტი 35), გარდნერი (მაკმანამანი 46), მაკკლეინი (გამბოა 63), რონდონი.

მწვრთნელი: პულისი

გოლი: 0:1 რონდონი (45+3)

გაფრთხილება: პიტერსი (66) - გარდნერი (25), გამბოა (69), მაკოლი (84), ლამბერტი (90+3)

გაძევება: აფელაი (25), ადამი (31)

ბურთის ფლობის %: 49-51, დარტყმა: 12 (4) - 15 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-4, ჯარიმა: 6-9

ლივერპული. “ენფილდი”. 43 680 მაყურებელი

ლივერპული - ვესტ ჰემი 0:3 (0:2)(VIDEO)

ლივერპული: მინოლე, კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი (აიბი 77), ჯანი (მორენო 46), ლუკასი, მილნერი, ფირმინო (ინგზი 60), ბენტეკე, კოუტინიო.

მწვრთნელი: როჯერსი

ვესტ ჰემი: რენდოლფი, ტომკინსი, რიდი, ოგბონა, კრესველი, ობიანგი, ნობლი, კუიატე, ლანზინი (ოქსფორფი 81), საკო (კულენი 90+1), პაიე (ჯარვისი 87).

მწვრთნელი: ბილიჩი

გოლები: 0:1 ლანზინი (3), 0:2 ნობლი (29), 0:3 საკო (90+2)

გაფრთხილება: კოუტინიო (45+4, 52), ლუკასი (70), კლაინი (90+1) - ნობლი (38), ლანზინი (81)

გაძევება: კოუტინიო (52) - ნობლი (78)

ბურთის ფლობის %: 63-37, დარტყმა: 13 (1) - 12 (5), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-1, ჯარიმა: 17-11

ლონდონი. “უაიტ ჰარტ ლეინი”. 35 865 მაყურებელი

ტოტენჰემი - ევერტონი 0:0

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი, ბენტალები, დემბელე (ალი 52), მეისონი (პრიტჩარდი 85), ჩადლი, კეინი.

მწვრთნელი: პოჩეტინო

ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, სტოუნზი, იაგელკა, ოვედო, მაკკარტი, ბარი, კონე (დეულოფეუ 83), ბარკლი, კლევერლი (მირალიასი 46), ლუკაკუ (ნეისმიტი 68).

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გაფრთხილება: ალი (56), ბენტალები (59), დაიერი (61), ჩადლი (90+1) - ბარი (38)

ბურთის ფლობის %: 50-50, დარტყმა: 20 (6) - 8 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 20-9

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12533