ჩოგბურთი

1:37 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ჩვენებურმა კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა და 35 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.

ბასილაშვილმა გადამწყვეტი მატჩი მსოფლიოს 188-ე ჩოგან ტომას ფაბიანოსთან ჩაატარა და იტალიელ ჩოგბურთელს 6:4, 4:6, 6:1 სძლია.

ნიკოლოზმა 1 ეისი მოაწოდა, ერთბაშად 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 79% (44 56-დან) მოიგო, მეორეზე კი – 34% (12 35-დან). ქართველმა ჩოგბურთელმა 12-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ჯამში 98 გათამაშება მოიგო, ხოლო იტალიელმა – 82.

თუ ვინ იქნება ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე, მოგვიანებით, ყველა საკვალიფიკაციო მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა. თუმცა, უკვე ცნობილია შესაძლო მოწინააღმდეგეთა ვინაობა:

ანდრეას სეპი (იტალია, 25), ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი, 18), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ტომი რობრედო (ესპანეთი, 26), გაელ მონფილსი (საფრანგეთი), მარინ ჩილიჩი (ხორვატია, 9), ლუკას პოუილე (საფრანგეთი), გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი, 17), ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი), კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა, 15), ადრიან მანარინო (საფრანგეთი), დენის კუდლა (აშშ), მიხაილ იუჟნი (რუსეთი), ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია, 29) ანაც კვალიფიკაციისვე ერთ-ერთი გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119597