ჩოგბურთი

21:06 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკინროი: “კირგიოსს შეუძლია დიდი სლემის ტურნირი მოიგოს”

ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის 9-გზის ჩემპიონმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ ავსტრალიელ 20 წლის ნიკ კირგიოსზე ისაუბრა. მაკინროის თქმით, ავსტრალიელს შეუძლია რომელიმე დიდი სლემის ტურნირის მოგება, თუ საქმისადმი დამოკიდებულებას გამოასწორებს.

“ვფიქრობ, კირგიოსს შეუძლია რომელიმე დიდი სლემის ტურნირი მოიგოს, მას შეუძლია ტოპმოთამაშე გახდეს. ავსტრალიელს ძალუძს ამის მიღწევა. ვიმედოვნებ, ის უკეთეს რჩევებს მიიღებს. მზად ვარ, მას სათანადო რჩევები მივცე”.

ნიკ კირგიოსი ამჟამად ამერიკის ღია პირველობისთვის ემზადება, სადაც პირველ ტურში შოტლანდიელ ენდი მარეის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130974