ფეხბურთი

15:51 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ჯგუფებში გადანაწილდნენ

მონაკოში უეფას ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

წილისყრამდე ცნობილი გახდა, რომ თემურ ქეცბაიამ “აპოელი” ჩაიბარა. კვიპროსული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე “შალკეს”, “სპარტას” და “ასტერასს” დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის სოლომონ კვირკველიას “რუბინის” მეტოქეები B ჯგუფში “ლივერპული”, “ბორდო” და შვეიცარიული “სიონი” იქნებიან.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი შემდეგნაირად გამოიყურება:

A ჯგუფი

“აიაქსი” (ჰოლანდია)

“სელტიკი” (შოტლანდია)

“ფენერბაჰჩე” (თურქეთი)

“მიოლდე” (ნორვეგია)

B ჯგუფი

“რუბინი” (რუსეთი)

“ლივერპული” (ინგლისი)

“ბორდო” (საფრანგეთი)

“სიონი” (შვეიცარია)

C ჯგუფი

“დორტმუნდი” (გერმანია)

“პაოკი” (საბერძნეთი)

“კრასნოდარი” (რუსეთი)

“გაბალა” (აზერბაჯანი)

D ჯგუფი

“ნაპოლი” (იტალია)

“ბრიუგე” (ბელგია)

“ლეგია” (პოლონეთი)

“მიდტიულანდი” (დანია)

E ჯგუფი

“ვილიარეალი” (ესპანეთი)

“პლზენი” (ჩეხეთი)

“რაპიდი” (ავსტრია)

მინსკის “დინამო” (ბელარუსი)

F ჯგუფი

“მარსელი” (საფრანგეთი)

“ბრაგა” (პორტუგალია)

“ლიბერეცი” (ჩეხეთი)

“გრონინგემი” ("გრონინგემი")

G ჯგუფი

“დნიპრო” (უკრაინა)

“ლაციო” (იტალია)

“სენტ-ეტიენი” (საფრანგეთი)

“რუსენბორგი” (ნორვეგია)

H ჯგუფი

“სპორტინგი” (პორტუგალია)

“ბეშიქთაში” (თურქეთი)

“ლოკომოტივი” (რუსეთი)

“შკენდერბიუ” (ალბანეთი)

I ჯგუფი

“ბაზელი” (შვეიცარია)

“ფიორენტინა” (იტალია)

“ლეხი” (პოლონეთი)

“ბელენენსეში” (პორტუგალია)

J ჯგუფი

“ტოტენჰემი” (ინგლისი)

“ანდერლეხტი” (ბელგია)

“მონაკო” (საფრანგეთი)

“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი)

K ჯგუფი

“შალკე” (გერმანია)

“აპოელი” (კვიპროსი)

“სპარტა” (ჩეხეთი)

“ასტერასი” (საბერძნეთი)

L ჯგუფი

“ბილბაო” (ესპანეთი)

“ალკმაარი” (ჰოლანდია)

“აუგსბურგი” (გერმანია)

“პარტიზანი” (სერბეთი)

ჯგუფური ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს, 1 და 22 ოქტომბერს, 5 და 26 ნოემბერს და 10 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119342