ფეხბურთი

18:20 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვების შემდეგ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

“მოპოვებული პრიზით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ჯილდოსთვის მადლობა ჩემ თანაგუნდელებს უნდა გადავუხადო, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემს აქ ყოფნაში. მე და სუარესი წარმოვადგენდით “ბარსელონას”, მაგრამ მთლიანი გუნდის წარმატებული ასპარეზობის გარეშე ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. გუნდზე უფრო ვარ დამოკიდებული, ვიდრე გუნდი ჩემზე. წარმატებული სეზონი გვქონდა და რომ არა ყველა ფეხბურთელის ერთიანი ძალისხმევა, ასეთი შთამბეჭდავი სათამაშო წელი არ გვექნებოდა”, – განაცხადა “ბარსას” ვარსკვლავმა.

უეფას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს 2010/11 წლების სეზონიდან ავლენს. პირველივე ჯილდო ლიონელ მესის ერგო. მომდევნო წლებში კი საუკეთესონი ანდრეს ინიესტა (2011/12), ფრანკ რიბერი (2012/13) და კრიშტიანუ რონალდუ (2013/14) გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116605