თამაშგარე

10:46 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოლინ ქრივის ბოიკოტი

უკანასკნელ პერიოდში ინგლისის ბულვარული მედია ნამეტნავად სწუხს იმაზე, რომ ბრიტანელი შემტევის, უეინ რუნის მეუღლე, კოლინ ქრივი ასრულებს თავის დანაქადნებს და საერთოდ უარს ამბობს, ჟურნალისტებთან ყოველგვარ კავშირზე და ეს მაშინ, როდესაც კოლინი ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ რესპონდენტად ითვლებოდა.

ამავე “ყვითელი” მედიის მტკიცებით, დაახლოებით ერთი წლის წინ, უეინს გვარიანი კამათი მოსვლია თავის ცოლთან იმის გამო, რომ კოლინმა ცოლ-ქმრის ცხოვრების პირადი დეტალები ჟურნალისტებთან გამოამზეურა და კოლინ ქრივს სწორედ ამის შემდეგ დაუქადნებია, ჩემდა თავად ჟურნალისტებს ვინც გაეკაროსო და დანაქადნებს აკი ასრულებს კიდეც...

არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება რუნების მხრიდან მედიისადმი ბოიკოტი, მაგრამ ინგლისის ბულვარული მედია ისეთი ოხერია, ყველამ იცის, რომ მათ საბოლოოდ მოძულებას აჭარაში ასლან აბაშიძის დაბრუნება ჯობია და აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როცა იქნება დიდი შერიგებაც მოხდება.

0.109243