ჭადრაკი

23:44 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა აბუ დაბის ტურნირში თამაშობს

გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარეობს რიგით 22-ე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 22რდ Abu Dhabi International Chess Festival, რომელიც ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავაც მონაწილეობს.

6 ტურის თავზე ჯობავას კიდევ 8 მონაწილის დარად, 4.5 ქულა გააჩნია, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეექვსეა. გასულ დღეებში ბაადურმა ერაყელი ალი სალიჰი (2359), უნგრელი ადამ ჰორვატი (2540) და სომეხი ჰოვანეს გაბუზიანი (2593) დაამარცხა, მასპინძელ სალეჰ სალემს (2595), შვედ ნილს გრანდელიუსს (2628) და პოლონელ დარიუშ შვიერჩს (2617) კი დაუზავდა.

5-5 ქულით ტურნირს 5 მოჭადრაკე ლიდერობს. ესენი ხსენებული გრანდელიუსი, უკრაინელები – მარტინ კრავცივი (2599) და ალექსანდერ არეშჩენკო (2661), უნგრელი რიჩარდ რაპორტი (2671) და ინდოელი აბიჯეტ გუპტა (2619) არიან.

ცნობისთვის, აბუ დაბის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 28 აგვისტო დასვენების დღედაა გამოცხადებული, შეჯიბრის გამარჯვებული კი 12 ათასი დოლარით დაჯილდოვდება. მე-7 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ესტონელ კაიდო კულაოტსს (2573) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119762