ჭიდაობა

17:15 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯონი ხეცურიანი და აივენგო რიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ

დღეს, სარაევოში სტარტი აიღო ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატმა. პირველები ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის 50-54-58-63-100 წონის ფალავნები გავიდნენ. ჯონი ხეცურიანი (54) და აივენგო რიკაძე (63) ფინალში გავიდნენ და მსოფლიოს ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ.

ხეცურიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა წინა წელს 50 კგ-ში მოიპოვა, ამჯერად კი 54-ში შეეცდება. ქართველმა ფალავანმა ამერიკელი პაულ ბიანჩი 8-0, იაპონელი აიატა სუზუკი 9-5, ნახევარფინალში კი სომეხი ტიგრან მინასიანი 8-0 დაამარცხა და ფინალში უკრაინელ ალექსანდრე ხრუშინს შეხვდება.

რიკაძე (63) რამოდენიმე კვირის წინ სუბოტიცაში ევროპის ჩემპიონი გახდა ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრძელებს ტრიუმფალურ გამოსვლას. მან ირანელი მოჰამედრეზა როსტამი 7-2, უკრაინელი ფავრიზ ნასიბოვი 2-2 და ყაზახი მერეი ბეკენოვი 4-3 დაამარცხა, ფინალში კი ეგვიპტელ მოჰამედ ელ საიედს დაეჭიდება.

დღესვე ხალიჩაზე თორნიკე კანდელაკი (50), დავით ბაკურაძე (58) და ბექა მაკარიძე (100) გამოვიდნენ, თუმცა უმედლოდ დარჩნენ. კანდელაკმა (50) ყაზახი ტილაკ ასემბაევის დამარცხების შემდეგ 11-1, ირანელ მეჰდი ნეჯადთან დათმო შეხვედრა 0-9. ბაკურიძემ (58) პირველ შეხევდრაში ხორვატი პაველ პუკლავეცი დაამარცხა 3-1, შემდეგ კი სომეხ ედგარ ტამაზიანთან დამარცხდა 0-8. ბექა მაკარიძემ (100) პირველივე შეხვედრა დათმო თურქ ბეკდარ აკდემირთან 2-4.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი

https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-2

www.wrestling.ge

0.11907