სხვა

16:44 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარაფესტივალი ბათუმით დაიწყო

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ბათუმში ერთ დღიანი პარაფესტივალი მოეწყო. აჭარის დედაქალაქში ქართველი პარასპორტსმენები ერთმანეთს სამ სახეობაში ეჯიბრებოდნენ. ღონისძიება ანგისას სტადიონზე პარამშვილდოსანთა ტურნირით დაიწყო. აბსოლუტურ პირველობაში გამარჯვება 458 ქულით გოდერძი ზაქარაიამ მოიგო. მეორეზე ბათუმელი ზვიად დუმბაძე გავიდა 391 ქულით, მესამე სედეგი კი ვანო წიკლაურმა აჩვენა 368 ქულით. 18 წლამდე პარამშვილდოსნებში კი საუკეთესო ნიკა ჭილაძე იყო რომელმაც 30 მეტრიან დისტანციაზე 553 ქულა აიღო.

პარამშვილდოსნების შემდეგ პარამოფარიკავეებისა და პარაწოლჭიმელთა შეჯიბრება დაიწყო. ძალზე საინტერესო და დრამატული გამოდგა პარამოფარიკავეთა ტურნირი, სადაც სხვადასხვა კონფილქტურ რეგიონებში დაჭრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მებრძოლებიც გამოდიოდნენ. 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარე ტურნირის ფინალში ერთმანეთს თემურ დადიანი და რამაზ აბაშიძე დაუპირისპირდნენ. დაძაბული საინტერესო გადამწყვეტი დუელი დადიანის გამარჯვებით 15-13 დასრულდა.

რაც შეეხება პარაწოლჭიმს, აქ სხვადასხვა წონის სპორტსმენებმა გამარჯვებული საკუთარი წონისა და ასაწევი მასის კოეფიციენტების შესაბამისად გამოავლინეს. საუკეთესო შედეგი დავით ქობალიამ აჩვენა. გამარჯვებული გამოვლინდა გოგონათა ტურნირზეც, სადაც ყველაზე კარგად დეა ერემაშვილმა იასპარეზა.

მთლიოანად ბათუმის პარაფესტივალში სხვადასხვა რეგიონის ორმოცდაათამდე მონაწილე გამოვიდა. ღონისძიებას ქალაქის მერიის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის წევრები და ადგილობრივი სპორტის დეპარტამენტის უფროსები ესწრებოდნენ. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი ასეთი სახის ღონისძიებებს, მომავალში საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156641