სხვა

14:36 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანიელებისა და ფრანგების ორ-ორი ტიტული

დასრულდა ხელბურთელთა ასაკობრივი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. ორ-ორი ტიტული მოიპოვეს დანიისა და საფრანგეთის გუნდებმა - დანიელებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონატი 17 და 19-წლამდელ გოგონათა შორის, ხოლო ფრანგი ჭაბუკები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ 19 და 21-წლამდელებში.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო იყო 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კვირას დასრულდა მაკედონიაში და სადაც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე 8 გუნდიდან 6 თამაშობდა. სკოპიეში თბილისური ფინალი განმეორდა და დანიის გუნდმა, რომელიც სხვა შემადგენლობით თამაშობდა, რუსებთან რევანში აიღო - 25-24.

თბილისის ფესტივალის სხვა მონაწილეებიდან ორი სხვა ნახევარფინალისტი, ნორვეგია და ჩეხეთი ამჯერად მე-11 და მე-15 ადგილებით დაკმაყოფილდა, გერმანია მეცხრე იყო, ხოლო რუმინეთმა თბილისში დაკავებული მეხუთე ადგილი სკოპიეში მეოთხეზე გადაცვალა.

თბილისისა და სკოპიეს ტურნირებმა აჩვენა, რომ საქართველოს გოგონათა ნაკრებს აქვს პერსპექტივა, კონკურენტრუნარიან გუნდად იქცეს. ჩვენებმა საკმაოდ სერიოზული ბრძოლა გაუმართეს გერმანიის, რუმინეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს, განსხვავებით ევროპის ჩემპიოატის მასპინძლის, მაკედონიის გუნდისგან, ვინც შინ შვიდივე მატჩი წააგო ათიდან 25 ბურთამდე სხვაობით.

ორი წლით უფროს, ცხრამეტწლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთში, ფინალი იგივე იყო, როგორიც თბილისსა და სკოპიეში - დანია-რუსეთი. დანიამ 29-26 მოიგო.

თბილისური ფინალი, საფრანგეთი-სლოვენია განმეორდა ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში და აქაც ფრანგმა ჭაბუკებმა მოიგეს - 33-27, ხოლო მესამე ტიტული საფრანგეთმა უკვე 21-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრაზილიაში - ფინალში დანია 26-24 დაამარცხა.

შემდეგად, საფრანგეთის ყველა ასაკის კაცთა ნაკრებს უნიკალური კოლექცია დაუგროვდა. ამ მომენტისთვის ისინი ფლობენ სამივე ტიტულს ეროვნული ნაკრებების დონეზე (ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიობები არიან), წლეულს მოიგეს სამი ჯილდო 17, 19 და 21-წლამდელთა შორის (თბილისში და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე), არიან 2014 წლის ევროპის ჩემპიონები 18-წლამდელთა შორის და აკლიათ მხოლოდ ერთი ტიტული - 2014 წლის ევროპის ჩემპიონობა 20-წლამდელებში (აქ გამარჯვებული გერმანიაა).

რაც შეეხება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს, მათი უახლოესი ოფიციალური შეჯიბრება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატია თვრამეტწლამდელებში. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ასაკობრივი ტურნირების ფორმატი შეცვალა და შეჯიბრება 2 დონედ დაჰყო. პირველ დივიზიონში ითამაშებს 16 უძლიერესი გუნდი, რომელიც წინა წლების ტურნირებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგენილი სპეციალური რეიტინგით შეირჩა - დანია, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ხორვატია, სერბეთი, პოლონეთი, რუსეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ისლანდია, შვეიცარია, პოლონეთი და სლოვაკეთი.

ყველა დანარჩენი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, იასპარეზებს მეორე დივიზიონში. 27 გუნდი ხგანაწილდება სამ ტურნირზე, რომლებიც გაიმართება საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში. ამ სამი შეჯიბრების თითო გამარჯვებული 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის საგზურს მიიღებს, ანუ 16 უძლიერესს შორის მოხვდება.

თბილისის ტურნირი გაიმართება 2015 წლის 15-21 აგვისტოს, ახალ სახელბურთო არენაზე. მეორე დვიზიონის მონაწილე 27 ქვეყანა უკვე ცნობილია, როგორ გადანაწილდებიან ისინი საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში, მოგვიანებით დადგინდება.

ხელბურთი, 2015 წლის ასაკობრივი ჩემპიონატები

გოგონები, ევროპის ჩემპიონატი, 17 წ, მაკედონიაში. 1. დანია 2. რუსეთი 3. უნგრეთი 4. რუმინეთი 5. სლოვენია 6. ხორვატია 7. საფრანგეთი 8. შვედეთი 9. გერმანია 0. ესპანეთი 11. ნორვეგია 12. ჰოლანდია 13. პორტუგალია 14. სლოვაკეთი 15. ჩეხეთი 16. მაკედონია

გოგონები, ევროპის ჩემპიონატი, 19 წ, ესპანეთში. 1. დანია 2. რუსეთი 3. შვედეთი 4. უნგრეთი 5. გერმანია 6. ნორვეგია 7. მონტენეგრო 8. ესპანეთი 9. საფრანგეთი 10. რუმინეთი 11. სერბეთი 12. ხორვატია 13. ბელარუსი 14. პორტუგალია 15. მაკედონია 16. ლიტვა

ჭაბუკები, მსოფლიო ჩემპიონატი, 19 წ, რუსეთში. 1. საფრანგეთი 2. სლოვენია 3. ისლანდია 4. ესპანეთი 5. შვედეთი 6. ნორვეგია 7. დანია 8. ბრაზილია 9. შვეიცარია 10. უნგრეთი 11. რუსეთი 12. სერბეთი 13. კორეა 14. ხორვატია 15. ეგვიპტე 16. ტუნისი 17. გერმანია 18. ყატარი 19. პოლონეთი 20. იაპონია 21. არგენტინა 22. ვენესუელა 23. ალჟირი 24. ჩილე

ჭაბუკები, მსოფლიო ჩემპიონატი, 21 წ, ბრაზილიაში. 1. საფრანგეთი 2. დანია 3. გერმანია 4. ეგვიპტე 5. შვედეთი 6. ბელარუსი 7. ესპანეთი 8. რუმინეთი 9. ყატარი 10. ბრაზილია 11. კორეა 12. ტუნისი 13. არგენტინა 14. პორტუგალია 15. ნორვეგია 16. რუსეთი 17. სერბეთი 18. იაპონია 19. ჰოლანდია 20. ალჟირი 21. ანგოლა 22. ურუგვაი 23. ჩილე 24. პარაგვაი

ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, 17 წ, თბილისში.

გოგონები

A ჯგუფი: დანია-გერმანია 24-16, ნორვეგია-მონტენეგრო 22-20, მნე-დან 16-29, გერ-ნორ 20-21, გერ-მნე 21-20. დან-ნორ 23-17 -- B ჯგუფი: ჩეხეთი-საქართველო 44-18, რუსეთი-რუმინეთი 23-20, საქ-რუს 16-34, რუმ-ჩეხ 25-26, რუმ-საქ 32-24, რუს-ჩეხ 26-24

1-4 ადგილები: დან-ჩეხ 30-22, რუს-ნორ 32-25 -- 5-8 ადგილები: გერ-საქ 30-25, რუმ-მნე 29-23

ფინალი: 1-2. რუს-დან 21-20 (18-18), 3-4. ნორ-ჩეხ 37-23, 5-6. რუმ-გერ 27-25, 7-8. მნე-საქ 26-15

საქართველო-ჩეხეთი 18-44 (ჯავახია, ჩაჩუა - ჩოხელი 5, ყველაშვილი 4, გადელია 3, კუნელაშვილი 3, ვენეცკი 2, მიხელიძე 1, ბერიძე, ჩოგოვაძე, გაბისონია, ღვალაძე, იორდანიშვილი, ქიტესაშვილი, თეთრაშვილი)

საქართველო-რუსეთი 16-34 (ჩოხელი 5, კუნელაშვილი 5, გადელია 4, მიხელიძე 1, ჩოგოვაძე 1)

საქართველო-რუმინეთი 24-32 (კუნელაშვილი 6, ჩოგოვაძე 3, ჩოხელი 3, გადელია 3, ღვალაძე 3, ვენეცკი 3, ყველაშვილი 2, მიხელიძე 1)

საქართველო-გერმანია 25-30 (კუნელაშვილი 10, ჩოხელი 5, გადელია 5, ყველაშვილი 2, მიხელიძე 2, ღვალაძე 1)

საქართველო-მონტენეგრო 15-26 (ჩოგოვაძე 4, კუნელაშვილი 4, ყველაშვილი 3, მიხელიძე 2, ჩოხელი 1, გადელია 1)

ჭაბუკები:

A ჯგუფი: უნგრეთი-ნორვეგია 24-27, დანია-გერმანია 21-25, გერ-უნგ 31-18, ნორ-დან 24-30, ნორ-გერ 27-27, უნგ-დან 26-21 -- B ჯგუფი: საფრანგეთი-სლოვენია 32-29, შვეიცარია-საქართველო 28-22, სლნ-შვც 29-21, საფ-საქ 46-30, საფ-შვც 37-22, სლნ-საქ 35-19

1-4 ადგილები: სლნ-გერ 30-26, საფ-ნორ 29-19 -- 5-8 ადგილები: უნგ-საქ 29-20, დან-შვც 24-21

ფინალი: 1-2. საფ-სლო 30-28, 3-4. გერ-ნორ 31-19, , 5-6. დან-უნგ 35-25, 7-8. შვც-საქ 33-16

საქართველო-შვეიცარია 22-28 (ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი - კბილაშვილი 8, არსენაშვილი 3, ბულბულაშვილი 3, ფერაძე 3, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, დოლმაზაშვილი, გაწერელია, გოგავა, იობაშვილი, მაისურაძე, ტიელიძე)

საქართველო-საფრანგეთი 30-46 (კბილაშვილი 9, რუსტამოვი 6, ფერაძე 5, არსენაშვილი 4, ბულბულაშვილი 2, დოლმაზაშვილი 1, მერკვილაძე 1, ტიელიძე 1, ზარნაძე)

საქართველო-სლოვენია 19-35 (რუსტამოვი 5, არსენაშვილი 4, კბილაშვილი 4, იობაშვილი 2, ზარნაძე 2, მაისურაძე 1, ფერაძე 1)

საქართველო-უნგრეთი 20-29 (კბილაშვილი 5, ზარნაძე 5, არსენაშვილი 2, იობაშვილი 2, რუსტამოვი 2, გოგავა 1, მაისურაძე 1, მერკვილაძე 1, ტიელიძე 1)

საქართველო-შვეიცარია 16-33 (ზარნაძე 5, არსენაშვილი 4, რუსტამოვი 3, იობაშვილი 2, მერკვილაძე 2)

თეგებიხელბურთი
0.11209