ფეხბურთი

19:03 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორში ბრძოლა იყო, ფეხბურთი - ნაკლებად

საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურმა სტარტი მთავარი მატჩით აიღო. გორში, ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "დილა" და ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მასპინძლებს შარშან განცდილი მარცისთვის რევანში მართებდათ (ორივე მატჩი ზღვისპირელებმა მოიგეს - 1:0), ხოლო "დინამოს" იმის დამტკიცება უნდოდა, რომ შარშან ვერცხლის მედლები შემთხვევით არ მოუგია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რმ სანახაობრივი თვალსაზრისით უკეთესის სურვილს ტოვებდა. გუნდებს ეტყობოდათ, რომ ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან.

პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა. გუნდებს ორგანიზებული შეტევის წარმართვა აშკარად უჭირდათ. პირველივე სახიფათო ეპიზოდი კი გატანილი გოლით დასრულდა. 23-ე წუთზე ნონიკაშვილის ძლიერი დარტყმა ალავიძემ ლამაზ ნახტომში მოიგერია, მაგრამ იქვე ლაშა გვალიამ თავით ითამაშა, კართან ახლოს მდგომმა ოთარ მარცვალაძემ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამ ეპიზოდში სტუმრები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა მათი პროტესტი ყურად არ იღო.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა - ტაიმის მიწურულს დავით კვირკველიამ საჯარიმო კარგად შეასრულა, მაგრამ ალავიძემ ჩინებულად ითამაშა. ზღვისპირელებს უნდა ითქვას, რომ საწყის 45 წუთში ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - 52-ე წუთზე, გაბედავას კუთხურის შემდეგ გიორგი ბერიაშვილმა ვარდნაში თავით ლამაზი გოლი გაიტანა. ეს "დინამოს" ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი აღმოჩნდა და ბომბარდირთა დავას უკვე ორი ტურის შემდგომ ლიდერობს.

ამის შემდეგ, უპირატესობას ისევ გორელები დაეუფლნენ. შიდაქართლელი ფეხბურთელები ბურთსაც აკონტოლებდნენ და თამაშსაც თვითონ კარნახობდნენ. თუმცა, უჩა სოსიაშვილს გუნდს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. მარცვალაძე მასპინძელთა შორის ყველაზე აქტიური იყო დუბლის შესრულებაც ორჯერ შეეძლო, მაგრამ ერთხელ ბურთი ბადეს გარედან მოარტყა, ხოლო შემდგომ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის მიწურულს 3 ქულიანი გოლის გატანა მოდებაძეს შეეძლო, მაგრამ გოგიტიძის უხეირო თამაშის შემდეგ გამოცდილმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან თავით მეტისმეტად სუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, - 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მე-2 ტური დღეს ერთი მატჩით გაგრძელდება, "მიხეილ მესხზე" "ლოკომოტივი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია "სილქ უნივერსალზე" იგეგმება.

"დილა" - "დინამო" (ბათუმი) 1:1 (1:0)

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"

"დილა": შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, ნონიკაშვილი (ღონღაძე 60), ნავალოვსკი, კვირკვია (მაშუკოვი 75), გვალია (ძარია 82), ფალავანდიშვილი, კვირკველია, მოდებაძე, მარცვალაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

"დინამო" (ბათუმი"): ალავიძე, ვარშანიძე, მგელაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, კვანტალიანი (ტეტუნაშვილი 46), შონია, ქავთარაძე, ჭკუასელი (მახარაძე 75), გაბედავა, ბერიაშვილი (ჩირიკაშვილი 90)

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გოლები: 1:0 მარცვალაძე (23), 1:1 ბერიაშვილი (52)

გაფრთხილება: კვახაძე (11) - ვარშანიძე (28), ბერიაშვილი (38), ტეტუნაშვილი (69)

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109786