ფეხბურთი

12:11 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავამ შესაძლოა მუშაობა უეფაში განაგრძოს

primetimenews.ge-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უეფამ სამსახური შესთავაზა, თანაც 10-წლიანი ვადით.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში worldsport.ge-ს განუცხადეს, რომ ზვიად სიჭინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და დეტალებზე საუბარი საქართველოში მისი დაბრუნების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. 17 აგვისტოს მონაცემებით კი სფფ-ის სამდივნოში კანდიდატურა ჯერ არავის წარუდგენია.

0.104808