ფეხბურთი

15:36 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "ზვიად სიჭინავა მადლობას იმსახურებს"

სოციალურ ქსელში კახა კალაძემ სუპერთასის მატჩის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ფინალის ორგანიზება დადებითად შეაფასა. ვეტერანმა ფეხბურთელმა სფფ-ს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შესახებაც ისაუბრა.

"დაუვიწყარი სანახაობა იყო. გულშემატკივარს მიღებული პოზიტივი დიდხანს გაყვება.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!

აქვე მინდა აღვნიშნო პერსონალურად სფფ-ს პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ თბილისში სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა. მის კარიერასა და დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო. ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა, განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით. არაერთხელ თქმულა რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება... არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს - ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ ... მთავარია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში - ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც", - დაასრულა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114063