ფეხბურთი

13:25 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსპორტო შეღავათები უეფას სუპერთასის მოხალისეებს

უეფას სუპერთასის მოხალისეებისთვის, ქალაქის მასშტაბით სატრანსპორტო შეღავათები დაწესდა.

6 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით, მოხალისეებს საშუალება ექნებათ, ქალაქის მასშტაბით უფასოდ იმგზავრონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კერძოდ, ავტობუსებითა და მეტროპოლიტენით. ეს შეღავათი არ ეხება სამარშრუტო ტაქსებს.

მეტროპოლიტენითა და ავტობუსით გადაადგილებისას, მოხალისეებმა უნდა წარადგინონ უეფას სუპერთასის აკრედიტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ უფლება, უფასოდ იმგზავრონ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაწესებული შეღავათები გაგრძელდება 12 აგვისტოს ჩათვლით.

სფფ-ის პრესსამსახური

0.119441