ფეხბურთი

22:41 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” სოლანკე “ვიტესში” გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დომინიკ სოლანკე მომავალ სეზონს ჰოლანდიის ერედივიზიონში გაატარებს.

ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 17 წლის ინგლისელი ფეხბურთელი არნემის “ვიტესში” ითამაშებს, სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოდიან.

სოლანკეს “ჩელსიში” ერთხელ გასული წლის ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაში “მარიბორთან” შეხვედრაში უთამაშია. გასულ სეზონში, ის 12 გოლით ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111439