სხვა

22:17 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი მიხაილო ჰავრილჩუკი უროს ტყორცნაში ოქროსმედალოსანია

უკრაინელმა მძლეოსანმა მიხაილო ჰავრილჩუკმა (Mykhailo Havrylchuk) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ თბილისი 2015-ზე ვაჟთა შორის უროს ტყორცნაში ოქროს მედალი მოიპოვა. უკრაინელმა სპორტსმენმა საუკეთესო შედეგი - 75.20 მეტრი მეექვსე ცდაზე დააფიქსირა, თუმცა მისი ნებისმიერი წარმატებული ტყორცნა უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად საკმარისი იყო. ვერცხლის მედალი რუმინელ მიჰაიტა ანდრეა მიჩუს (Mihaita Andrei Micu) ერგო, რომელმაც ურო 70.18 მეტრის მანძილზე ტყორცნა. ბრინჯაოს მედალი ბელორუს დმიტრუ ბარაკუს (Dzmitry Barakou) ერგო - 68.05. უნგრელმა დონატ ტამაშ ვარგამმა (Donat Tamas Vargam) თავისი პერსონალური რეკორდი გააუმჯობესა - 67.73 მეტრით, თუმცა ეს შედეგი მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და უნგრელი მძლეოსანი მეოთხე ადგილზე გავიდა.
ქართველმა ლაშა გიორგი გურგენიძემ ურო წარმატებით მხოლოდ ერთხელ, მესამე ცდაზე ტყორცნა - 56.99 მეტრი, რის შედეგადაც მეცხრე ადგილზე გავიდა.

http://tbilisi2015.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113137