ჩოგბურთი

15:13 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი 2015: ნიკოლოზ დავლიანიძე 1/4 ფინალშია

თბილისი 2015-ის საჩოგბურთო ტურნირის მესამე წრეში ქართველმა ნიკოლოზ დავლიანიძემ ბელორუსი ანნეი ლასკა (Annei Laska) ორ სეტში ანგარიშით 6:1 6:4 დაამარცხა.


მეხუთე ნომრად განთესილმა დავლიანიძემ პირველი სეტი ბელორუსს ადვილად მოუგო.მეორე სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეექვსე გეიმში დავლიანიძემ ბრეიკი გააკეთა, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალში დავლიანიძე და მესამე ნომრად განთესილ პოლონელ რაფალ მიხალსკის (Rafal Michalski) შეხვდება.

,,დღევანდელი მატჩი გუშინდელთან შედარებით მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ხვალ ძალიან რთული შეხვედრა მელოდება. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შემდეგი მეტოქე მიხალსკია. პოლონელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა,“ განაცხადა ნიკოლოზ დავლიანიძემ.

ნიკოლოზ დავლიანიძისგან განსხვავებით ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. მესამე წრეში მაქაცარია მეორე ნომრად განთესილმა ლატვიელმა ფავორიტმა დანიელა ვისმანმა (Daniela Vismane) დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 6:3 3:6 6:1 დაამარცხა.

„სამწუხაროა, რომ ანა მაქაცარიამ წააგო, მაგრამ ნიკუშა დავლიანიძემ ძალიან კარგი თამაში გვიჩვენა. მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მომავალში. ვიმედოვნებ, რომ მას ნახევარ ფინლაში ვიხილავ,“ განაცხადა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა.

მაქაცარია დღეს მეორე წრეში წყვილთა თანრიგში ანა შანიძესთან ერთად იტალიურ დუეტს ბენედეტა-პიჩინეტის შეხვდება.

http://tbilisi2015.com/

თეგებითბილისი 2015
0.117842