სხვა

15:03 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს სძლია

თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის A ჯგუფის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

იტალიელთაგან თავი კაპიტანმა, მარტა მასიერომ (Marta Masiero) გამოიჩინა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
,, ჩვენ ახლად შექმნილი გუნდი ვართ და შესაბამისად, დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაძაბული თამაშის მიუხედავად მეტოქეს მაინც ვძლიეთ და ბედნიერები ვართ,“- განაცხადა იტალიის ნაკრების კაპიტანმა, მარტა მასიერომ.

რუს ფრენბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი ელიზავეტა კოტოვა (Elizaveta Kotova) იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა მოუტანა.

იტალიელები მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე, 3 გამარჯვებით, A ჯგუფის ლიდერები არიან და მეოთხედფინალურ მატჩში B ჯგუფის მეორე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდებიან.
რუსებს, რომლებიც ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან, თბილისი 2015-ზე ჯგუფურ ეტაპზე 2 მარცხი და 1 გამარჯვება აქვთ.

შესაბამისად, A ჯგუფში მათი პოზიცია 29 ივლისს, 16:30 საათზე იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ გაირკვევა.

http://tbilisi2015.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117445