ფეხბურთი

14:16 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის სამშობლოში ეპატიჟებიან

იტალიის სერია A-ს ახალწვეული "ბოლონია" თავის რიგებში ინგლისური "ლივერპულის" ფორვარდ მარიო ბალოტელის ეპატიჟება. ამის შესახებ ბოლონიელთა სპორტულმა დირექტორმა პანტალეო კორვინომ განაცხადა. მისი თქმით, ბალოტელის შეძენაზე სასურველი ფასის შემთხვევაში იფიქრებენ.

"მისი მოსვლით დიდ მოტივაციას შევიძენთ. რა თქმა უნდა, ფინანსურად ეს ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ იჯარით მარიოს აყვანა შესაძლებელია და შესაბამის შემთხვევაში ამაზე ნამდვილად დავფიქრდებით", - თქვა კორვინომ.

მარიო ბალოტელი "ლივერპულს" ერთი წლის წინ შეუერთდა, მაგრამ ნისლიან ალბიონზე ათამაშება ვერ მოახერხა. "წითლების" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი კი მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არც დამდეგ სეზონში მოიაზრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125626