ფეხბურთი

13:11 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი (+VIDEO)

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. მათგან რამდენიმე საკმაოდ ინტერესს იპყრობდა.

უდავოდ გამორჩეულ მატჩში, რომელშიც "ფენერბახჩემ" დონეცკის "შახტარს" სტამბოლში უმასპინძლა, მაყურებელმა გოლი ვერ იხილა და ყველაფერი ერთი კვირის თავზე უკრაინაში გაირკვევა. პლეი-ოფში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა ფრანგულმა "მონაკომ", რომელმაც ბერნის "იანგ ბოიზს" მისსავე მოედანზე ადვილად აჯობა (3:1). ათენში "პანათინაიკოსმა" ბელგიურ "ბრიუგეს" თამაში კი შემოუტრიალა, მაგრამ ბელგიაში რთული ბრძოლის გადატანა მოუწევს.

მოულოდნელად ვერ მოიგო მოსკოვის ცსკამ. რუსებმა საკუთარ მოედანზე პრაღის "სპარტასთან" დაწინაურება ორჯერ მოახერხეს, მაგრამ ჩეხებმა ორჯერვე გაათანაბრეს და საპასუხო მატჩის წინ სასურველი ანგარიში დააფიქსირეს.

დღეს, დარჩენილი 6 მატჩი გაიმართება, რომელთაგანაც გამოსარჩევი ვენის "რაპიდისა" და ამსტერდამის "აიაქსის" შეხვედრაა.

ცსკა (რუსეთი) - "სპარტა" (ჩეხეთი) 2:2

გოლები: 1:0 ძაგოევი (14), 1:1 ფატაი (15), 2:1 ტოშიჩი (53), 2:2 კრეიჩი (57)

https://www.youtube.com/watch?v=AdnJ1PToYX4

"მიტდიულანდი" (დანია) - "აპოელი" (კვიპროსი) 1:2

გოლები: 0:1 ჰანსენი (30, ა.გ), 0:2 დე ვინსენტი (33), 1:2 პოულსენი (88)

"მილსამი" (მოლდოვა) - "შკედერბეუ" (ალბანეთი) 0:2

გოლები: 0:1 სალიჰი (49), 0:2 სალიჰი (73, პენ)

"მაკაბი" (ისრაელი) - "პლზენი" (ჩეხეთი) 1:2

გოლები: 0:1 მაჰმუტოვიჩი (17), 0:2 პეტრზელა (21), 1:2 იტჟაკი (79)

"ფენერბახჩე" (თურქეთი) - "შახტარი" (უკრაინა) 0:0

https://www.youtube.com/watch?v=Y8W4wCu5gU4

"პანათინაიკოსი" (საბერძნეთი) - "ბრიუგე" (ბელგია) 2:1

გოლები: 0:1 მბობო (10), 1:1 ბერგი (37), 2:1 კარელისი (65, პენ)

https://www.youtube.com/watch?v=wCwYbteu4As

"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "მონაკო" (საფრანგეთი) 1:3

გოლები: 0:1 კურზავა (64), 0:2 კარილიო (72), 1:2 ნუცულო (74), 1:3 პასალიჩი (75)

https://www.youtube.com/watch?v=6ul-YAsk7TE

"ვიდეოტონი" (უნგრეთი) - "ბატე" (ბელორუსი) 1:1

გოლები: 0:1 კარნიტსკი (56), 1:1 ვინისიუსი (89)

"დინამო" (ხორვატია) - "მიოლდე" (შვედეთი) 1:1

გოლები: 1:0 ენრიკეზი (18), 1:1 კამარა (20)

0.115176