სხვა

12:55 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით  ლუკავა  400 მეტრზე თარჯრბენის ფინალისტია

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვაჟთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში ყველა ფინალისტი ცნობილია. პირველის საკვალიფიკაციო რბენის ყველა მონაწილე ფინალში გავიდა. გამარჯვებული ესპანელი ალექს კანტონსი (Aleix Salvador Porras Cantons) გახდა, რომელმაც დისტანცია 53.54 წამში დაფარა. ქართველმა დავიდ ლუკავამ (Davit Lukava) მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - 54.54 წამი და მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი ფინელმა ვესა კიტილამ (Vesa Kitilla) დაიკავა - 54.73 წამი, მეოთხე ადგილზე უნგრელი მარტონ დიაკი გავიდა (Marton Deak) 55.14 წამი, მეხუთეზე კი - ბულგარელი დიმიტარ ბალევი (Dimitar Balev) 55.94 წამი.


მეორე საკვალიფიკაციო რბენიდან ფინალში გადასვლა მხოლოდ სამმა მონაწილემ მოახერხა. რბენის გამარჯვებული ვიქტორ ტუურ ბრასი (Victor Tuur Bras) გახდა, რომელმაც ფინიშის ხაზი 54.35 წამში გადაკვეთა. მეორე ადგილზე ფრანგი მარკ ანტუან საბანი (Marc-Antoine Saban) გავიდა, რომელიც გამარჯვებულს 0.27 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი და ფინალში ასპარეზობის უფლება ჰოლანდიელმა იურგენ ვან დერ ზვეეტმაც (Jurgen Van Der Zwet) მიიღო.

ორივე საკველიფიკაციო გარბენის საერთო ჩათვლაში დავით ლუკავა მესამე ადგილს იკავებს. ქართველი მძლეოსანი მედლის რეალური პრეტენდენტია.

ფინალური ეტაპი ვაჟთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში 30 ივლისს, 17:30 საათზე დაიწყება.

http://tbilisi2015.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131554