სხვა

12:18 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერი მუმლაძეს 1/2  ფინალში გასასვლელად 92 მეასედი დააკლდა

თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, დღეს, 100 მეტრზე გოგონებს შორის ბრასით ცურვაში ქართველთაგან მერი მუმლაძე და რუსუდან გოგინაშვილი მონაწილეობდნენ.


პირველ მათგანს 1/2 ფინალში გასასვლელად მხოლოდ 92 მეასედი დააკლდა. მისი შედეგი 1:16:62 იყო. პირადი შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესა გოგინაშვილმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ 31-ე ადგილს დასჯერდა და 1/2 ფინალს მიღმა დარჩა.

საკვალიფიკაციო გაცურვების საუკეთესო შედეგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კეტი ენ რობერტსონმა (Katie Ann Robertson) აჩვენა. მისი დროა 1:12:34. გამარჯვებულმა მეორეადგილოსან სლოვენიელ ტინა ჩელიკს (Tina Celik) მხოლოდ 12 მეასედით აჯობა. მესამეზე კი შვედი ჰანა ბრუნზელი (Hannah Brunzell) გავიდა.

http://tbilisi2015.com/

0.118902