ფეხბურთი

12:04 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის გერმანული დებიუტი

ბრემენის "ვერდერის" 23 წლამდე გუნდში ახლახან ჩარიცხულ ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს დებიუტი ჰქონდა. "ვერდერმა" ამხანაგურ მატჩში "ვილჰელმშავენი" 7:0 გაანადგურა, ხოლო 19 წლის ქართველი მოედანზე 60-ე წუთზე შტერნბერგის ნაცვლად გამოჩნდა. იმ დროისათვის ანგარიში "მუსიკოსთა" სასარგებლოდ მხოლოდ 2:0 იყო, დარჩენილ დროში კი მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს.

გატანილ გოლებში პაპუნაშვილს განსაკუთრებული როლი არ უთამაშია. თუმცა ეს გასაკვირი არცაა, რადგან გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109918