ფეხბურთი

20:21 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უისდომი “ნორვიჩში” ითამაშებს

როგორც Guardian იუწყება, “ლივერპულის” ფეხბურთელი ანდრე უისდომი განათხოვრების წესით “ნორვიჩში” ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია, მისი ღირებულება კი 1,25 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, ინგლისის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ორი თვის უკან მერსისაიდულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ძირითად გუნდში მისი ადგილი ვერ მოინახა.

22 წლის ცენტრალურმა მცველმა გასული სეზონი იჯარის წესით “ვესტ ბრომვიჩში” გაატარა და პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113273