ჭადრაკი

19:28 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატს ირაკლი ბერაძე, ნანი უნაფქოშვილი და ნინო ხომერიკი ლიდერობენ

ვერის ბაღში მიმდინარე საქართველოს 20 წლამდე გოგონათა და ვაჟთა ჩემპიონატზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ვაჟებს 5,5 ქულით ერთპიროვნულად ირაკლი ბერაძე ლიდერობს. რაც შეეხება გოგონებს, აქ ორხელისუფლებიანობაა - 5-5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში ნანი უნაფქოშვილი და ნინო ხომერიკი იმყოფებიან.

მეშვიდე ტურში ბერაძის მეტოქე 5 ქულის მქონე ილია ხელაძე იქნება, ხოლო ნინო ხომერიკი დალი ნანეიშვილს (3 ქულა) და უნაფქოშვილი ქეთევან ხომერიკს (4 ქულა) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115355