ფეხბურთი

18:58 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორია მალე "ტრაბზონსფორის" მეკარე გახდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია პირეოსის "ოლიპიაკოსის" დატოვებასთან ახლოსაა. როგორც თურქული პორტალი karadenizgazete.com.tr იტყობინება, ბერძნული გრანდი და "ტრაბზონსფორი" უკვე შეთანხმდნენ ქართველი კიპერის თურქეთში გადაბარგების შესახებ. ამავე წყაროს ინფორმაციით, 29 წლის კიპერი შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდის მაისურს ამ კვირაში მოირგებს.

გიორგი ლორია "ოლიმპიაკოსს" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და 2 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა, თუმცა შემდგომ "ოლიმპიაკოსმა" კიდევ ერთი მეკარე დაიმატა, რაც გიორგის უთამაშებლობას ნიშნავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109125