ძიუდო

18:15 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ნოზაძე ბრინჯაოს პრიზიორია

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 2 ბრინჯაოს მედალია. მსუბუქწონოსან (50 კგ) ზურაბ კახნიაშვილის შემდეგ, პოდიუმზე ასვლა თემურ ნოზაძემ გაინაღდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან თურქი უღურჩან ზეჰირი დაამარცხა.

უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნოზაძემ მერვედფინალში დაკარგა, მოლდოველ იონ მიჰაილოვთან წაგებით. რეპეშაჟში კი ზეჰირთან დაჭიდებამდე უკრაინელი კირილ სამოტუგი და რუსეთის ნაკრების წევრი კონსტანტინ სიმეონიდისი ჩამოიცილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11727