ჩოგბურთი

18:08 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ნიკოლოზ დავლიანიძის მორიგი წარმატება

ქართველი ნიკოლოზ დავლიანიძე 3 საათიანი დაძაბული მატჩის შემდეგ „თბილისი 2015“-ის ვაჟ ჩოგბურთელთა ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი მარტინ ჰუდი (Martin Hudd) სამ სეტში ანგარიშით 6:4 5:7 7:5 დაამარცხა.

პირველი სეტი გარდამავლი უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა მაინც შეძლო დაწინაურება და ბრიტანელ მოწინააღმდეგეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო. მეორე სეტში უპირატესობა ბრიტანელმა მოიპოვა. მესამე, ყველაზე ხანგრძლივ და გადამწყვეტ სეტში კი მეთერთმეტე გეიმში დავლიანიძის გაკეთებული ბრეიკი გარდამტეხი აღმოჩნდა და ქართველისთვის მატჩის მოგების წინაპირობად იქცა.
,,იმდენად დავიღალე და იმდენი ენერგია დახარჯე, რომ ეხლაც ვერ ვგრძნობ გამარჯვებას. დღეს წინ წყვილების თამაში მაქვს და იმედია, რომ ყველაფერი ისევე კარგად დამთავრდება როგორც აქამდე,“ განაცხადა ნიკოლოზ დავლაინიძემ

მესამე წრეში ნიკოლოზ დავლიანიძე გერმანელ ნიკოლას პენცკოფერსა (Nikolaus Penzkofer) და მეაეთე ნომრად განთესილ ბელორუს ანეი ლასკას (Annei Laska) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მთავარი კორტის პარალელურად მეორე კორტზე მეექვსე ნომრად განთესილმა სლოვენიელმა კაია იუვანმა (Kaja Juvan) ჩეხი კაროლინა ბერანკოვა (Karolina Berankova) ანგარიშით 6:4 6:2 დაამარცხა. მეორე კორტზე კი მეთორმეტე ნომრად განთესილმა ესტონელმა ერიკ პარტსმა (Erik Parts) თურქ მუსტაფა ერდოღანს (Mustafa Erdogan) ანგარიშით 7:5 6:2 მოუგო.

მესამე კორტზე მეცხრე ნომრად განთესილმა გერმანელმა დენლსე კანტომსმა (Denlse Cantoms) რუმინელი ანდრეა პრისაკარიუ (Andreea Prisacariu) 3:6 7:5 6:3, ხოლო ესპანელმა ალეხანდრო ვერდი-კასტელანომ (Alejandro Verdi-Castellano) კი შვედი ანტონ ორნბერგი (Anton Ornberg) 6:4 6:1 დაამარცხეს.

მეოთხე კორტზე მეთერთმეტე ნომრად განთესილმა ბელორუსმა იულია ჰატუოკამ (Yuliya Hatouka) თურქ ნაზ ოშთურქს (Naz Ozturk) ანგარიშით 6:1 6:3 სძლია. ასეთივე ანგარიშით მოუგო მეხუთე კორტზე შვეიცარიელმა კატარინა კუენგმა (Katharina Kueng) სლოვაკ ადრიანა სენკაროვას (Adriana Senkarova). იტალიელმა რიკარდო პერინმა (Riccardo Perin) კი რუსი სავრიან დანილოვი (Savriyan Danilov) ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა. მესამე ნომრად განთესილმა პოლონელმა რაფაელ მიხალსკიმ (Rafal Michalski) მოლდოველი ვასლიე დონტუს (Vaslie Dontu) დიდი უპირატესობით 6:2 6:0 მოუგო.

მეექსვე კორტზე ესტონელმა მარია კაულმა (Maria Kaul) მოლდოველ ვიტალია სტამატს (Vitalia Stamat) ანგარიშით 7:6 6:3 მოუგო. პირველ ნომრად განთესილმა ჩეხმა ლიუსი კანკოვამ (Lucie Kankova) კი შვედი პოპ ზაარი (Pop Zaar) ანგარიშით 6:3 6:2 დამარცხა.

მეშვიდე კორტზე მესამე ნომრად განთესილმა რუმინელმა სტეფანია კადარმა (Stefania Cadarm) ბრიტანელ მაია მილერს (Maya Miller) ანგარიშით 7:5 6:4 მოუგო.

მერვე კორტზე მეორე ნომრად განთესილმა პოლონელმა იაროსლავ დურეკმა (Jaroslaw Durekm) ებრაელ როი გინატს (Roi Ginat) ანგარიშით 7:5 6:1 სძლია.

პირველ ნომრად განთესილმა ებრაელმა ფავორიტმა იშაი ოლიელმა (Yshai Oliel) ლიტველ ლუკას საულიუსს (Lukas Saulis) დიდი უპირატესობით 6:1 6:1, გერმანელმა ლუკას ენგელჰარტმა (Lukas Engelhardt) კი ბრიტანელ იარდლეი ფირნლის (Yardley Fearnley) 6:3 6:2 მოუგეს.

http://tbilisi2015.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115958