ძიუდო

17:24 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ კახნიაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე შეხვედრაში დაკარგა, რუმინელ ვლად ლუნკანთან წაგებით. ბრინჯაოს გზაზე კი ბერძენი იოანის აგციდისი, ჰოლანდიელ სტივენ კილმანი და ჩეხი დავიდ ვოპატი ჩამოიშორა.

დღესვე, მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად თემურ ნოზაძე იბრძოლებს. "ბრინჯაოს ფინალში” მისი მეტოქე თურქი უღურჩან ზეჰირი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134433