ფეხბურთი

16:57 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ

სამშაბათსა და ოთხშაბათს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. ჩვენდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონმა გაღწევა ვერ შეძლო.

დღეს 9 მატჩი გაიმართება, რომელთაგანაც რამდენიმე ყურადღებას მიპყრობას უდავოდ იმსახურებს. მათ შორის გამორჩეული კი დონეცკის "შახტარისა" და სტამბოლის "ფენერბახჩეს" მატჩია, რომელიც თურქეთში გაიმართება.

თურქულ გუნდს ევროტურნირებზე დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა და ევროსარბიელზე დაბრუნებას რიხიანად ეცდება. თანაც, "ფენერმა" მშვენიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა და გუნდი ერთმნიშვნელოვნად გააძლიერა. სიმონ კიაერი, ნანი და რობინ ვან პერსი საკმაოდ ბევრ გუნდს დაამშვენებდა.

თავის მხრივ, დონეცკის "შახტარი" ბოლო პერიოდში ლიგაზე პლეი-ოფის უცვლელი წევრი იყო და მესამე ეტაპიდან გამოთიშვა რა თქმა უნდა, მირჩა ლუჩესკუს გუნდის გეგმებში არ შედის. სეზონის წინ დონეცკელებმა საუკეთესო ბომბარდირი ლუის ადრიანო და მისი თანამემამულე დუგლას კოშტა გაასხვისეს.

დანაკლისი ამ მატჩის წინ მხოლოდ სტუმრებს აქვთ. ტრავმის გამო ველინგტონ ნემი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამოისობით ალექსანდ კუჩერი ვერ ითამაშებენ.

დანარჩენი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს ბერნის "იანგ ბოიზისა" და ფრანგული "მონაკოს" დაპირისპირება იწვევს. ამ წყვილში ცალსახა ფავორიტი "თავადები" არიან, რადგან გაცილებით მეტი გამოცდილებაც გააჩნიათ და სეზონის წინ გვარიანადაც გაძლიერდნენ.

"ფენერბახჩე" - "შახტარი"

სტამბოლი, 22:00 საათი

სავარაუდო შემადგენლობები:

"ფენერბახჩე" (4-2-3-1): დემირელი; ერკინი, ბრუნო ალვეში, კიაერი, გონული; რაულ მეირელეში, ტოპალი; ნანი, დიეგო, მუსა სოუ; ვან პერსი

მწვრთნელი: ვიტორ პერეირა

"შახტარი" (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, რაკიტცკი, ორდეცი, აზევედო; სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი, ალექს ტეიშეირა, ტაისონი; გლადკი

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

მსაჯი: ჟორჟე დე სოუზა (პორტუგალია)

დანარჩენი მატჩების განრიგი

ცსკა (რუსეთი) - "სპარტა" (ჩეხეთი) 20:15 საათი

"მიტდიულანდი" (დანია) - "აპოელი" (კვიპროსი) - 21:00

"მილსამი" (მოლდოვა) - "შკენდერბეუ" (ალბანეთი) 21:00

"მაკაბი" (ისრაელი) - "პლზენი" (ჩეხეთი) 21:30

"პანათინაიკოსი" (საბერძნეთი) - "ბრიუგე" (ბელგია) 22:00

"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "მონაკო" (საფრანგეთი) 22:15

"ვიდეოტონი" (უნგრეთი) - "ბატე" (ბელორუსი) 22:30

"დინამო" (ხორვატია) - "მიოლდე" (შვედეთი) 23:00

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118171