ძიუდო

15:44 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაო ორ ნაბიჯში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ზურაბ კახნიაშვილი (50 კგ) და თემურ ნოზაძე (55 კგ) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ოქრო-ვერცხლის შანსი ორივემ საწყის ეტაპზევე დაკარგა. კახნიაშვილი რუმინელ ვლად ლუნკანთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟში კი ბერძენი იოანის აგციდისი ვაზარითვე ჩამოიშორა და “ბრინჯაოს ნახევარფინალში” ჰოლანდიელ სტივენ კილმანს დაეჭიდება.

ნოზაძე საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და მოლდოველ იონ მიჰაილოვთან ვაზარით წააგო. დამამშვიდებელ ეტაპზე უკრაინელი კირილ სამოტუგი სუფთა გდებით ჩამოიშორა. მომდევნო შეხვედრას კი რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტინ სიმეონიდისთან გამართავს და თუ მასაც დაამარცხებს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლებას მოიპოვებს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში 16 საათიდან დაიწყება.

0.121629