ფეხბურთი

14:47 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა: ავსტრია - სადებიუტო მოლოდინი

ჩვენს ჩამონათვალში ჯერი ავსტრიის ნაკრებზე დადგა.

საწყისი

ავსტრიამ პირველი შეხვედრა 1902 წელს ჩაატარა და უნგრეთს 5:0 აჯობა. 1977 წელს კი მალტის გუნდს 9 უპასუხო გოლი გაუტანა, რაც ამ ქყვენის ნაკრებისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა. 1908 წელს კი ავტრიელებმა ინგლისთან 1:11 წააგეს, ეს თავის მხრივ ანტირეკორდია.

ფინალური ეტაპი

ავტრიულ ფეხბურთს კრიზისული ხანა ედგა, თუმცა ბოლო ხანებში გუნდმა შედეგები მკვეთრად გააუმჯობესა. "ოსტერეიხს" ევროპის ჩემპიონატის მთავარ ბადეში ერთადერთხელ უთამაშია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძელი იყო. ეს 2008 წელს მოხდა, თუმცა მიუხედავად საკუთარ კედლებში თამაშისა, ავსტრიამ ჯგუფი ვერ გაიარა და სამ თამაშში მხოლოდ კინკილა ქულა დააგროვა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მათი მონაგარი გაცილებით დიდია. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მონაგარი ძირითადად შორეულ წარსულზე მოდის. პლანეტის მთავარ ტურნირზე მათ 7-ჯერ უთამაშიათ. საუკეთესო შედეგს კი 1954 წელს მიაღწიეს, როცა ბრინჯაოს მედლები ირგუნეს. ბოლოს იგივე ფორუმზე კი 1998 წელს საფრანგეთში იმყოფებოდენ. მაშინ ავსტრიამ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და ტურნირი მოუგებლად დაასრულა.

ახლა

თუმცა, ავსტრიის პირველი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ერთი ამოსუნთქვით ატარებს და თავის ჯგუფს ექსვი ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს. მათ აქტივში 16 ქულაა და თუ რაიმე გაუთვალისიწნებელი არ მოხდა, მომავალ ზაფხულს ამ გუნდს საფრანგეთში ვიხილავთ.

გუნდი

მარსელ კოლერის ნაკრების ძირითადი ბირთვს გერმანულ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენენ. განსაკუთრებული ევროპული დონის ვარსკვლავებს მათ რიგებში ვერ ვნახავთ. ყველაზე გამოცდილები კი მარტინ ჰარნიკი, გრიგორი გარიქჩი და მარკო არნაუტოვიჩი არიან. ავსტრიელთა რიგებში თამაშობს მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბაც.

ჩვენთან

ავსტრია იმ ნაკრებთა რიგებში შედის, რომელთანაც აქამდე არ გვითამაშია. შესაბამისად, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს და მათ შორის სადებიუტო შეხვედრები გაიმართება.

მატჩების განრიგი

საქართველო - ავსტრია, 2016 წლის 5 სექტემბერი

ავსტრია - საქართველო, 2017 წლის 5 სექტემბერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112223