რაგბი

13:09 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეუს 7-კაცა რაგბის გუნდი ევროპული უნივერსიადის გამარჯვებულია

უნგრეთში გამართულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე ‘სეუმ რეკორდიდაამყარა და ზედიზედ მესამედ ევროუნივერსიადის გამარჯვებული გახდა.

2013 წელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 7-კაცამ ბულგარეთში გაიმარჯვა, იგივე წარმატებას შემდეგ წელს ჰოლანდიაში მიაღწია, წელს კი ‘სეუ’ ბუდაპეშტში გამართული ევროუნივერსიადის პირველადგილოსანია. ამით ბიჭებმა ევროპის საუნივერსიტეტო რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

7 კაცა რაგბის ევროპული უნივერსიადების ისტორიაში ‘სეუ’ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არცერთი თამაში არ წაუგია და 22 თამაშიდან 22 გამარჯვება მოიპოვა.

სეუ შედეგები 2015 წლის უნგრეთის 7 კაცა რაგბის ევროპულ უნივერსიადაზე:


სეუ 50 : 0 უნგრეთის უნივერსიტეტი
სეუ 33 : 7 უტრეხტის უნივერსიტეტი
სეუ 17 : 12 პორტუგალიის უნივერსიტეტი
სეუ 45 : 5 გერმანიის უნივერსიტეტი
სეუ 25 : 7 მოლდოვის უნივერსიტეტი
სეუ 25 : 7 იტალიის უნივერსიტეტი
ფინალი: სეუ 61 : 10 იტალიის უნივერსიტეტი.

სეუს 7-კაცას შემადგენლობა უნგრეთში:


კალანდაძე დიმიტრი
კობახიძე ბახვა
დავითაშვილი შალვა
სალდაძე ჟორჟი
კიკვაძე იოსები
ფოფხაძე ლაშა
ბაბუნაშვილი გიორგი
ბებიაშვილი ბექა
კალანდარიშვილი ლევანი
კოპაძე დაჩი
კოლელიშვილი ბაჩანა
ჯინჭველაშვილი რევაზი

მთ. მწვრთნელი:
ხამაშურიძე ბესიკი

ფიზ. მომზადების მწვრთნელი:
ჭყოიძე გიორგი

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114641