ფეხბურთი

0:45 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანი “ფენერბახჩეში” გადავიდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ნანი კარიერას თურქეთში განაგრძობს. “ფენერბახჩეს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პორტუგალიელი მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

28 წლის ვინგერის სატრანსფერო დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

"ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. მოხარული ვარ აქ გადმოსვლით. მე მსურს, რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო და დარწმუნებული ვარ, ეს "ფენერბახჩეში" გამომივა. ჩემს დასახვედრად არაერთი გულშემატკივარი მოვიდა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ და ვეცდები, მათი იმედი გავამართლო. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

"ფენერბახჩეს" შესახებ ყოველთვის ვიცოდი. ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. კლუბზე ბევრი რამ ბრუნო ალვეშისა და რაულ მეირელეშისგან გამიგია", - განაცხადა თურქული გრანდის ახალწვეულმა.

ლუიში “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2007 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 230 შეხვედრაში 40 გოლის გატანა მოახერხა. ნანიმ გასული სეზონი მშობლიურ “სპორტინგში” ჩაატარა იჯარით და 35 მატჩში 12-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

თეგებილუიშ ნანი
0.147668